ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები პირველ ოთხ ქვეჯგუფშიც გაიმართა. A ჯგუფში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს პსჟ-მ და მადრიდის “რეალმა”, პირველად მოიგეს “მანჩესტერ იუნაიტედმა” და მისმა თანაქალაქელმა “სიტიმ”, ხოლო ტურინის “იუვენტუსმა” ესპანურ “სევილიას” ოფლის დაუღვრელად აჯობა.
A ჯგუფი
კრიშტიანუ რონალდუს ღირსშესანიშნავი დღე ჰქონდა – პორტუგალიელ ვარსკვლავს დუბლი არაერთხელ შეუსრულებია და ამაში განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ, იგი “რეალში” გატანილი გოლების მაჩვენებლით რაულს დაეწია, ხოლო კარიერაში, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე მე-500 გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა კი შვედეთის ჩემპიონ “მალმეს” სწორედ მისივე გოლებით აჯობა. რონალდუმ სკანდინავიელებს თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში “პარი სენ ჟერმენმა” დონეცკის “შახტარს” მისსავე მოედანზე ადვილად მოუგო. თუმცა მისსავე პირობითია, რადგან დონბასელები საშინაო თამაშებს ლვოვში ატარებენ. პირველ ნახევარში მცველებმა სერჟ ორიემ და დავიდ ლუიზმა გაიტანეს, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე მათ არც დარიო სრნა ჩამორჩა, ვინაც ავტოგოლი მიითვალა.
ამ ჯგუფს “რეალი” და პსჟ უდანაკარგოდ ლიდერობენ და ფაქტია, რომ პირველ-ორ ადგილსაც თვითონვე გაითამაშებენ. მესამე ტურში ისინი სწორედ ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან.
“მალმე” – “რეალი” 0:2 (0:1) (VIDEO)
სტოქჰოლმი, “სვედბანკ არენა”
მაყურებელი: 20 500
“მალმე” (4-4-2): ვილანდი; იუტუნი, ტინერჰოლმი. ბენგსტონი, არნასონი; როდიჩი (ეიკრემი 67), ადუ, ლევიცკი, ბერგეტი; როზენბერგი, ჯურჯიჩი (კარვალიო 81)
მწვრთნელი: ააგე ჰარეიდე
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, ნაჩო, არბელოა; კროოსი, კოვაჩიჩი (ვასკესი 73), ისკო (ჩერიშევი 84); კაზემირო, ბენზემა (მოდრიჩი 67), რონალდუ
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 0:1 რონალდუ (29), 0:2 რონალდუ (90)
გაფრთხილება: როზენბერგი (21), ბერგეტი (36), იუტუნი (36, 78) – კოვაჩიჩი (11), კაზემირო (37), ისკო (75)
გაძევება: იუტუნი (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 21 (7) ბურთის ფლობა: 30%70% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
“შახტარი” – პსჟ 0:3 (0:2) (VIDEO)
ლვოვი, “არენა ლვოვი”
მაყურებელი: 32 730
“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; სრნა, კუჩერი, შევჩუკი, რაკიცკი; მალიშევი, ფრედი; მარლოსი (კოვალენკო 71), ალექს ტეიშეირა; ტაისონი (ბერნარდი 71); გლადკი (დენტინიო 85)
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ
პსჟ (4-3-3): ტრაპი; ორიე, დავიდ ლუიზი, ტიაგო სილვა, მაქსველი; ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი; დი მარია (პასტორე 82), იბრაჰიმოვიჩი (ლავეცი 90), კავანი (ლუკას მოურა 80)
მწვრთნელი: ლორან ბლანი
გოლები: 0:1 ორიე (7), 0:2 დავიდ ლუიზი (23), 0:3 სრნა (90, ა.გ)
გაფრთხილება: იბრაჰიმოვიჩი (65), დავიდ ლუიზი (86), ტიაგო სილვა (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (3) – 9 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:4
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)
B ჯგუფი
B ჯგუფში სრული თანაფარდობაა. ორი ტურის შემდეგ ოთხივე გუნდს სამ-სამი ქულა აქვთ. ცსკამ პსვ ეინდჰოვენს პირველ ტაიმში სამი გოლი გუატანა, მერე პენალტიც გააფუჭა და საქმე მოთავებულად ჩათვალა, თუმცა ჰოლანდიის ჩემპიონმა მეორე ნახევრის საწყის 25 წუთში 2-ჯერ გაიტანა და თამაშშიც დაბრუნდა, მაგრამ მათდა სამწუხაროდ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს. არადა, ფილიპ კოკუს გუნდს ცუდად არ უთამაშია და შინ ქულითაც რომ დაბრუნებულიყო, გასაკვირი არ იქნებოდა.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” კი ლიგაზე დაბრუნების მერე პირველად მოიგო. თუმცა, დასაწყისი მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა – მე-4 წუთზე “ვოლფსბურგმა” ჩინებული კომბინაცია გაითამაშა და დანიელ კალიჯურიმ ადვილად გაიტანა. “მანიუმ” გათანაბრება ტაიმის მიწურულს მოახერხა. მოვლენების ეპიცენტრში ისევ კალიჯური მოექცა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია და ხუან მატამ შანსი ხელიდან არ გაუშვა. ლუის ვან გაალის შეგირდებს სამი ქულა მეორე ტაიმის დასაწყისში კრის სმოლინგის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა.
ცსკა – პსვ 3:2 (3:0) (VIDEO)
მოსკოვი, “არენა ხიმკი”
მაყურებელი: 16 152
ცსკა (4-4-1-1): აკიფეევი; ფერნანდესი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ტოშიჩი (მილანოვი 67) ვერნბლუმი, ნათხო (ერემენკო 67), ძაგოევი; მუსა; დუმბია (პანჩენკო 90)
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
პსვ (4-3-3): ზოეტი; არიასი, მორენო, ბრუმა, ბრენეტი (პოულსენი 77); მაჰერი (ვლოეტი 89), პროეპერი; ჰენდრიქსი, ნარსინგი, ლესტიენი (პერეირო 77); ლოკადია
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ
გოლები: 1:0 მუსა (7), 2:0 დუმბია (21), 3:0 დუმბია (36, პენ), 3:1 ლესტიენი (60), 3:2 ლესტიენი (68)
გაფრთხილება: შენიკოვი (86) – ლოკადია (16), ზოეტი (36), არიასი (43, 80)
გაძევება: არიასი (80)
გამოუყენებელი პენალტი: დუმბია (44)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 16 (8) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ვოლფსბურგი” 2:1 (1:1) (VIDEO)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მაყურებელი: 74 811
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; ვალენსია (იანგი 46), სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი; შვაინშტაიგერი (ჯონსი 72), შეიდერლინი; დეპაი (პერეირა 62), რუნი, მატა; მარსიალი
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში (იუნგი 77), დანტე, ნალდო, როდრიგესი; გუილავოჯი, კალიჯური; კრუსე, არნოლდი (შურლე 70), დრაქსლერი; დოსტი (ბენტნერი 70)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლები: 0:1 კალიჯური (4), 1:1 მატა (34, პენ), 2:1 სმოლინგი (53)
გაფრთხილება: შნეიდერლინი (39), შვაინშტაიგერი (41), დეპაი (61), იანგი (79) – კალიჯური (33)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: ვიკტორ კაშაი (უნგრეთი)
C ჯგუფი
ყაზახურ საკლუბო ფეხბურთს საამაყო დღეები უდგას. ჯერ იყო და “ასტანა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, ახლა კი იქ პირველი ქულაც მოიპოვა. სტამბულის “გალათასარაი” ორჯერ იგებდა, მაგრამ... მატჩის ბოლო 13 წუთში სამი გოლი გავიდა და სამივე შემთხვევაში ავტოგოლი. აქედან ორჯერ კარი სტუმრებს აერიათ, რაც ორი ქულის დაკარგვად დაუჯდათ. “ასტანამ” კი თავისი და ყაზახური ფეხბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა.
მადრიდის “ატლეტიკომ” ლისაბონის “ბენფიკას” პირველი გაუტანა, თამაშითაც აჯობა და გატანაც ბევრჯერ შეეძლო, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩა. პორტუგალიელებს სამი ქულა ნიკოლას გაიტანისა და გუედეშის ზუსტმა დარტყმებმა მოუტანა. ორივე გოლის დროს “როხიბლანკოს” დაცვის ხაზის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ასე და ამრიგად, “ბენფიკა” c ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.
“ასტანა” – “გალათასარაი” 2:2 (0:1) (VIDEO)
ასტანა, “ასტანა არენა”
მაყურებელი: 27 264
“ასტანა” (4-4-1-1): ერიკი; ანიჩიჩი, ილიჩი, პოსტნიკოვი, შომკო; ჟუკოვი (შჩეტკინი 89), მაკსიმოვიჩი; ჯოლჩიევი (ნუესერბაიევი 78), კეტევოამა (მუჟიკოვი 82), ჩანაში; კაბანანგა
მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი
“გალათასარაი” (4-2-3-1): მუსლერა; დენაიერი, ქეროლი, სემიჰ კაია, ჰაკან ბალთა; ბილალ კისა (სინანი 81), ოზტეკინი (საბრი 90); სელჩუკ ინანი, სნეიდერი, პოდოლსკი (როდრიგესი 68); უმუტ ბულუტი
მწვრთნელი: ჰამზა ჰამზაოღლუ
გოლები: 0:1 ბილალ კისა (31), 1:1 ჰაკან ბალთა (77, ა.გ), 1:2 ერიკი (86, ა.გ), 2:2 ქეროლი (89, ა.გ)
გაფრთხილება: ჯოლჩიევი (90) – სელჩუკ ინანი (41), სინანი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 12 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: მარტინ სტროემბერსონი (შვედეთი)
“ატლეტიკო” – “ბენფიკა” 1:2 (1:1) (VIDEO)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
მაყურებელი: 43 000
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხიანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; ოლვერი ტორესი (ნიგეზი 63), ტიაგო, გაბი, კორეა (ფერნანდო ტორესი 77); გრიზმანი (ვიეტო 71), მარტინესი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ნელსინიო, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ; გუედეში, სამარისი (ფეისა 73), ალმეიდა, გაიტანი; რაულ ხიმენესი (მიტროღლუ 72), ხონასი (პიცი 80)
მწვრთნელი: რუი ვიტორია
გოლები: 1:0 კორეა (23), 1:1 გაიტანი (36), 1:2 გუედეში (51)
გაფრთხილება: მარტინესი (40), ოლივერ ტორესი (55) – ელიზეუ (25), ლუიზაო (28), სამარისი (40), ჟარდელი (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 12:1 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
D ჯგუფი
ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონატში სხვა გუნდია, ჩემპიონთა ლიგაზე კი სხვა. ყოველშემთხვევაში “ბიანკონერიმ” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და თანაც დაუბრკოლებლად. ვინც “იუვენტუსი” – “სევილიას” მატჩს უყურა დამეთანხება, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეტოქეს პირწმინდად აჯობა და თავისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ალვარო მორატამ ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნა და ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა – საქმე ისაა, რომ ესპანელმა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა (“რეალთან”, “რეალთან”, “ბარსელონასთან”, სიტისთან”, “სევილიასთან”) და აქამდე იგივე მხოლოდ ალესანდროს ჰქონდა გაკეთებული და ისიც შორეულ 1995 წელს. თამაშს წერტილი კი იმავე მორატას ნაცვლად მოედანზე შესულმა სიმონე ძაძამ დაუსვა, როცა ნახევარი მოედანი გაირბინა და სერხიო რიკოს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა.
ჯგუფის მეორე მატჩში კი “გლადბახმა” ყველაფერი გააკეთა, რომ “მანჩესტერ სიტისთან” წაეგო. “ბორუსიელებმა” პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანეს, მერე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს, ხოლო ბოლო წუთზე თავის საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვიეს და სერხიო აგუერომაც პენალტი ადვილად გაიტანა. არადა, “გლადბახი” მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა... და მაინც, უქულოდ დარჩა. D ჯგუფს უდანაკარგოდ და ერთპიროვნულად “იუვე” ლიდერობს.
“გლადბახი” – “მანჩესტერ სიტი” 1:2 (0:0) (VIDEO)
გლადბახი, “ბორუსია პარკი”
მაყურებელი: 46 279
“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი (ტრაორე 78), დომინგესი, კრისტიანსენი, ვენდტი; იოჰანსონი, დაჰუდი (ნორდვეიტი 84); ჰერმანი (ჰანი 72), რაფაელი, ქსაკა; სტინდლი
მწვრთნელი: ანდრე შუბერტი
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, ოტამენდი, დემიკელისი, კოლაროვი; ფერნანდინიო, ტურე (ფერნანდო 46); სტერლინგი (ზაბალეტა 90), სილვა (ნავასი 65), დე ბრუინე; აგუერო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 1:0 სტინდლი (54), 1:1 კრისტიანსენი (65, ა.გ), 1:2 აგუერო (90, პენ)
გაფრთხილება: სტინდლი (38), კორბი (67) დომინგესი (88) – ოტამენდი (19)
გამოუყენებელი პენალტი: რაფაელი (20)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 23 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:11 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)
“იუვენტუსი” – “სევილია” 2:0 (1:0) (VIDEO)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 40 000
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, ხედირა (ალექს სანდრო 76), ერნანესი, პოგბა, ევრა; დიბალა (რუგანი 88), მორატა (ძაძა 80)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“სევილია” (4-4-2): სერხიო რიკო; კოკე, ანდრეოლი, კოლდჟიეზჩაკი, ტრემოლინასი; კრონ-დელი, ნ’ზონზი (იბორა 66), კრიხოვიაკი, კონოპლიანკა; გამეირო (იმობილე 65), რეიესი (მუნიოსი 78)
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0 მორატა (41), 2:0 ძაძა (87)
გაფრთხილება: კოკე (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (6) – 1 (1) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:0 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)