ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" პირველ მატჩში დანიურ "მიდტიულანდთან" დამარცხდა (1:3).
23-ე წუთზე მუნკსგაარდის პასის შემდეგ სტერლინგმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. 41-ე წუთზე გრემერმა ორამდე გაზარდა სხვაობა.გრემერმა მეორე ტაიმშიც გაიტანა, თუმცა საკუთარი გუნდის კარში. მე-60 წუთზე ფლანგიდნ ჩაბრაძემ ჩააწოდა, გრემერმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. 72-ე წუთზე ჩაბრაძეს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა მომენტის რეალიზება ვერ მოახერხა, საპასუხოდ კი 84-ე წუთზე ნისენმა "საბურთალოს" კარში გაიტანა, რაც მატჩის საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა.
გიორგი ჭიაბრიშვილმა მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. 52-ე წუთზე კოხრეიძე ჩოგაძემ შეცვალა.
არბიტრმა "საბურთალოს" ორი ფეხბურთელი გააფრთხილა. ჩაბრაძემ 41-ე წუთზე, მარგველაშვილმა კი 61-ე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი.
საპასუხო მატჩი 21 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.
საბურთალო: ქურდაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ვაჭარაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი (კაპიტანი), ბიძინაშვილი, კოხრეიძე (ჩოგაძე 52), გვარაძე, გოშთელიანი