იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვით VI ტურის სიმბოლური გუნდი გამოავლინა. საუკეთესო 11-ეულში ყველაზე მეტი, 4 წარმომადგენელი “ნაპოლის” ჰყავს, რაც გასაკვირი არაა, რადგან ნეაპოლიტანელებმა ტურინის “იუვენტუსს” (2:1) მოუგეს. სამი ფეხბურთელი გამოარჩიეს ფლორენციის “ფიორენტინადან”, რომელმაც მილანის “ინტერი” გაანადგურა – 4:1.
სიმბოლური კი ასე გამოიყურება:
მეკარე: პეპე რეინა (“ნაპოლი”)
მცველები: ელშეიდ ჰისაი (“ნაპოლი”), კამილ გლიკი (“ტორინო”), მარკოს ალონსო (“ფიორენტინა”), ლუკას დინიე (“რომა”)
ნახევარმცველები: მარკო ბენასი (“ტორინო”), მირალემ პიანიჩი (“რომა”), იოსიპ ილიჩიჩი (“ფიორენტინა”)
თავდამსხმელები: ნიკოლა კალინიჩი (“ფიორენტინა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”)