ესპანური “ვალენსიას” ტუნისელი ცენტრალური მცველი აიმენ აბდენური ტრავმირებულია. 26 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება რის შემდგომაც საბოლოოდ დადგინდება მისი დაზიანების სიმძიმე, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი 4 ოქომბერს, ლა ლიგის მორიგ კალენდარულ მატჩში ბილბაოს “ატლეტიკთან” თამაშს ვერ შეძლებს.
აბდენურმა, რომელიც “ღამურებს” სეზონის წინ ფრანგული “მონაკოდან” შეუერთდა, ტრავმა “ლიონთან” მატჩში მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ადერლან სანტოსი შევიდა.