ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია. 34 წლის მეკარემ “ჩელსისთან” (2:1) მატჩში ლიგაზე 152-ჯერ ითამაშა და თანამემამულე ჩავის ერთი თამაშით გადაასწრო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იკერის სიახლოვეს მყოფი ფეხბურთელები ფეხბურთს ან საერთოდ არ თამაშობენ, ან ლიგაზე აღარ ირჯებიან, ესპანელს თავისავე მიღწევის გაუმჯობესება არ გაუჭირდება.
კასილიასმა ჩემპიონთა ლიგაში პირველად 16 წლის წინ, 1999 წლის 15 სექტემბერს, პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრაში ითამაშა.
აქვე, წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი თამაში ჩაუტარებიათ. სრული მონაცემების ხილვა კი ჩვენივე ფოტოკოლაჟში შეგიძლიათ.