დღეს, მეორე ტურის მატჩები დარჩენილ ოთხ ქვეჯგუფშიც გაიმართება. გამორჩეულ ინტერესს იწვევს შარშანდელი სეზონის ფინალისტისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულის დაპირისპირება: “იუვენტუსი” – “სევილიას” უმასპინძლებს. დღესვე ითამაშებს “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც პირველი სამი ქულის მოლოდინშია. “რეალი” შვედეთში ჩადის, ხოლო პსჟ “შახტარს” გაეჯიბრება.
A ჯგუფი
“მალმე” – “რეალი”
მადრიდის “რეალი” სტოქჰოლმში “მალმეს” ესტუმრება და მორიგი სამი ქულის მოპოვებას ეცდება. თავის მხრივ შვედები შეეცდებიან ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას არ დასჯერდნენ და ხმამაღალი სიტყვა თქვან. “სამეფო კლუბი” მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით მის დღევანდელ ვიზავიზე, რომელიც შვედეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა და ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება. “რეალს” ტრავმების გამო ხამეს როდრიგესი, სერხიო რამოსი, პეპე და გარეთ ბეილი დააკლდება. კრიშტიანუ რონალდუს კი რაულის რეკორდამდე 2 გოლი აშორებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მალმე” (5-3-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, ბენგსტონი, არნასონი, კარვალიო, იუტუნი; ლევიცკი, ადუ, ბერგეტი; ჯირჯიჩი, როზენბერგი
“რეალი” (4-2-3-1): ნავასი; კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი; ისკო, კოვაჩიჩი, რონალდუ; ბენზემა
“შახტარი” – პსჟ
საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენი” ლვოვში “შახტარს” ეწვევა და მეორე გამარჯვების მოპოვებას აპირებს. პსჟ-ს წლეულს ლიგაზე დიდი მიზნები აქვს, რაც გასაკვირი არცაა. “შახტარი” კი წინა წლებთან შდარებით აშკარად დასუსტდა. მიუხედავად ამისა, უკრაინაში მირჩა ლუჩესკუს გუნდი ადვილად მაინც არაფერს დათმობს და დღესაც საინტერესო შეხვედრას უნდა ველოდეთ. ლორან ბლანის თქმით, დონბასელები ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც საფრთხეს ყველა გუნდს უქმნის.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი პედრო პაულეტას რეკორდის დამხობას ეცდება და პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდება.
პარიზელებს ყველა ტურნირზე აპრილის თვის მერე აღარ წაუგიათ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“შახტარი” (4-4-1-1): პიატოვი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, აზევედო; მალიშევი, ფრედი, მარლოსი, ტაისონი; ალექს ტეიშეირა; გლადკი
პსჟ (4-3-3): ტრაპი; ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; მატუიდი, ვერატი, ტიაგო მოტა; კავანი, იბრაჰიმოვიჩი, დი მარია
B ჯგუფი
ცსკა – პსვ
მოსკოვში ცსკა პირველი სამი ქულის მოპოვებას პსვ ეინდჰონეთან შეეცდება. როგორც ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, მათთვის თამაში საინტერესო და რთული გამოვა. ჰოლანდიელებს კი წამყვანი ფორვარდი ლუკ დე იონგი ტრავმის გამო ვერ დაეხმარებათ, რომელიც ერედივიზონის ბოლო ტურში დაშავდა. პსვ-მ საწყის ტურში მოულოდნელად “იუნაიტედი” დაამარცხა და ყველას დაანახა, რომ მათი ჩამოწერა არ შეიძლება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ცსკა (4-4-2): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ტოშიჩი, ვერნბლუმი, ერემენკო, ძაგოევი; მუსა, დუმბია
პსვ (4-3-3): ზოეტი; ბრენეტი, მორენო, ბრუმა, არიასი; შაარსი, ჰენდრიქსი, პროპერი; ლესტიენი, ლოკადია, ნარსინგი
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ვოლფსბურგი”
“მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგას კი დაუბრუნდა, მაგრამ ჯერ კიდევ გამარჯვების მოლოდინშია. პირველ ტურში მანკუნიანელებს მოლოდინი გადაედოთ, როცა პსვ-სთან მოულოდნელად წააგეს. ლუის ვან გაალმა თავისი გუნდი შეაქო და თქვა, რომ “იუნაიტედი” ყოველკვიურად ვითარდება. სამაგიეროდ სამი ქულა უკვე აქვს გერმანულ “ვოლფსბურგს”, რომელმაც ორი კვირის წინ ცკსა დაამარცხა. დიტერ ჰეკინგის გუნდი შარშანდელივით მრისხანედ ვერ თამაშობს, მაგრამ ურიგო სეზონს არ ატარებს.
გასულ ტურში “მანჩესტერი” პრემიერლიგაში ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გალიდერდა.
“ვოლფსბურგს” ინგლისში სამი სტუმრობიდან სამი მარცხი აქვს განცდილი.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი; შვაინშტაიგერი, ქერიკი; მატა, რუნი, დეპაი; მარსიალი
“ვოლფსბურგი” (4-5-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, არნოლდი, კალიჯური, დრქსლერი, კრუსე; დოსტი
C ჯგუფი
“ასტანა” – “გალათასარაი”
ყაზახური “ასტანას” საჩემპიონთალიგო ნათლობა ორი კვირის წინ ჰქონდა, მაგრამ ახლა შინ პირველად ითამაშებს. მასპინძელთა თავკაც სტანიმირ სტოლოვს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მას მთელი ყაზახეთი შეჰყურებს. სტუმართა მთავარი მწვრთნელი ჰამზა ჰამზაოღლუ კი დაძაბულ და რთულ თამაშს ელოდება.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლელებს ევროტურნირებზე უკვე 9 თამაშია არ მოუგიათ. ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე 2013 წლის მარტში იმარჯვეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ასტანა” (4-4-1-1): ერიკი; ანიჩიჩი, ილიჩი, პოსნიკოვი, შომკო; ჯოლჩიევი, მაქსიმოვიჩი, ცანასი, კეტევოამა; ჟუკოვი, ნუსერბაიევი
“გალათასარაი” (4-5-1): მუსლერა; ქეროლი, დენაიერი, სემიჰ კაია, საბრი; ემრე ჩოლაკი, სნეიდერი, აჰაკან ბალტა, სელჩუკ ინანი, პოდოლსკი; უმუტ ბულუტი
“ატლეტიკო” – “ბენფიკა”
მეტად საინტერესო შეხვედრა შედგება მადრიდში. “ვისენტე კალდერონზე” “ატლეტიკო” ლისაბონის “ბენფიკას” დამხვდურია და წესით ამ მატჩმა ქომაგებს სიამოვნება უნდა მიანიჭოს. მადრიდელებმა ლა ლიგის ბოლო ტურში “ვილიარეალთაც წააგეს და ახლა საკუთარი ინჩასების წინაშე რეაბილიტაცია მართებთ. პირველ ტურში ორივე გუნდმა მოიგო, თანაც ერთნაირი ანგარიშით – ერთმა სტუმრად, მეორემ სახლში. “ბენფიკას” კი მიმდინარე სეზონში სამ საგარეო მატჩში გოლი არ გაუტანია.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კორეა, გაბი, ტიაგო, ოლივერ ტორესი; ფერნანდო ტორესი, გრიზმანი
“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ნელსონ სემედო, ჟარდელი, ლუიზაო, ელიზეუ; ანდრე ალმეიდა, სამარისი, გუედეში, გაიტანი; ხონასი, მიტროღლუ
D ჯგუფი
“გლადბახი” – “მანჩესტერ სიტი”
“გლადბახმა” და “სიტიმ” პირველ ტურში წააგეს და ახლა ფეხის დაცდენის უფლება არ აქვთ. გერმანულ გუნდს ამასობაში მთავარი მწვრთნელი შეეცვალა, ლუსიენ ფავრი ანდრე შუბერტმა ჩაანაცვლა და ბუნდესლიგაში პირველი მატჩიც მოიგო, რამაც წესით “ბორუსია” ხასიათზე უნდა მოიყვანოს.
“სიტი” კი პირიქით – გადასარევი სტარტის მერე ნელ-ნელა თამაშის ხარისხს უკლებს და პრემიერლიგაში ლიდერიც აღარაა. მანუელ პელეგრინი გერმანიას საკადრო პრობლემებით სტუმრობს, რადგან წამყვანი მოთამაშეები ჯო ჰარტი, დავიდ სილვა, იაია ტურე და ვინსენ კომპანი დააკლდება.
“გლადბახს” ინგლისურ გუნდებთან სახლში ჩატარებული 5 მატჩიდან არცერთი წაუგია.
სავარაუდო შემადგენლობები:
“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი, კრისტენსენი, დომინგესი, ვენდტი; დაჰუდი, ქსაკა, ჰერმანი, ჯონსონი; შტინდლი, რაფაელი
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): კაბალიერო; ზაბალეტა, ოტამენდი, დემიკელისი, კოლაროვი; ფერნნადინიო, ფერნანდო; ნავასი, დე ბრუინი, სტერლინგი; აგეურო
“იუვენტუსი” – “სევილია”
უცნაური სეზონი აქვთ “იუვენტუსსა” და “სევილიას” – ტურინელები სერია A-ში მისთვის არადამახასიათებლად ცუდად ირჯებიან და ლიდერს მთელი 10 ქულით ჩამორჩებიან. სამაგიეროდ, ლიგაზე “სიტის” სტუმრად მოუგო და წარმატებული სტარტის გაგრძელებას დღეს ეცდება, თანაც მასიმილიანო ალეგრის გუნდს ფსიქოლოგიურად ამ თამაშის მოგება ძალიან სჭირდება. იგივეს თქმა შეიძლება ესპანურ გუნდზეც. ლა ლიგაში უანი ემერის გუნდი თავის თავს არ გავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “გლადბახი” უპრობლემოდ დაამარცხა. “სევილიას” ტურინის “იუვენტუს სთედიუმთან” გადასარევი მოგონება აკავშირებს – სწორედ ხსენებულ სტადიონზე მოიგეს “დალაქებმა” ევროპა ლიგა 2014 წელს.
“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე 13 მატჩია სახლში არ წაუგია.
მიმდინარე სეზონში ტურინელებმა 7 თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგეს.
“სევილიამ” კი ლა ლიგის პირველ ხუთ ტურში ორი ქულა აიღო და მხოლოდ ბოლო ტურში შეძლო პირველი გამარჯვების მოპოვება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, პერეირა, ხედირა, პოგბა, ევრა; დიბალა, მორატა
“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; კოკე, ანდრეოლი, კოლოჯიეჩაკი, ტრემოლინასი; ნ’ზონზი, კრიხოვიაკი; რეიესი, იბორა, კონოპლიანკა; გამეირო