ფეხბურთი

2:55 | 30.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" სროლა დაავიწყდა, "ბარსელონამ" ბოლოში მოიგო (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურმა რვა შეხვედრით აიღო სტარტი. თამაშები ერთობ საინტერესო გამოდგა და რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. “რომამ” “ბატესთან” წააგო, “არსენალმა” ლონდონიდან “ოლიმპიაკოსს” სამი ქულა გაატანა, ხოლო “ბარსელონამ” “ლევერკუზენი” მხოლოდ ბოლოში გატეხა.

E ჯგუფი

ლევერკუზენის “ბაიერს” “კამპ ნოუზე” მოსაგებად 10 წუთი დააკლდა. მატჩისწინ ლუის ენრიკემ კი თქვა, ლიონელ მესის გარეშე თამაში ვიცითო, მაგრამ ფაქტია, რომ “ბლაუგრანამ” პაპადოპულოსისგან გაშვებული გოლის გამოისობით ლამის წააგო. თუმცა, სერხი რობერტომ და ლუის სუარესმა ორწუთაინ ინტერვალში მოქმედ ჩემპიონებს პირველი სამი ქულა მოუტანეს. განსაკუთრებით ლამაზი ურუგვაელის გოლი გამოდგა, რომელმაც ბერნდ ლენოს ერთი შეხებით გაუტანა.

ჯგუფის მეორე მატჩში კი ბორისოვის “ბატემ” “რომას” საწყის ნახევარ საათში სამი ბურთი გაუტანა და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც. იტალიელები გონზე გვიან მოვიდნენ, თუმცა უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. რუდი გარსიას ბიჭებს ჯგუფიდან გასვლაზე აქვთ პრეტენზია, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას ასეთი თამაშით ძნელი სათქმელია.

“ბატე” – “რომა” 3:2 (3:0) (VIDEO)

ბორისოვი, “ბორისოვ არენა”

მაყურებელი: 12 767

“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; დუბრა, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი, პოლიაკოვი; იაბლონსკი, ნიკოლიჩი (ა. ვოლოდკო 87); სტასევიჩი, მ. ვოლოდკო (რიოსი 85), გორდეჩუკი (გლები 72); სიგნევიჩი

მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი (სოლერი 90), მანოლასი, დე როსი, დინიე; ნაინგოლანი, პიანიჩი, ვაინკერი (იაგო ფალკე 39); იტურბე (ტოროსიდისი 46), ჟერვინიო, სალაჰი

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 1:0 სტასევიჩი (8), 2:0 მლადენოვიჩი (12), 3:0 მლადენოვიჩი (31), 3:2 ჟერვინიო (66), 3:2 ტოროსიდისი (82)

გაფრთხილება: მილუნოვიჩი (27), დუბრა (90) – დინიე (12), დე როსი (46), მანოლასი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 23 (8) ბურთის ფლობა: 42%58% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

“ბარსელონა” – “ლევერკუზენი” 2:1 (0:1) (VIDEO)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 68 694

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ-შტეგენი; დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, მატიე; რაკიტიჩი (რობერტო 72), ბუსკეტსი, ინიესტა (ხორდი ალბა 60); ნეიმარი, სანდრო (ელ ჰადადი 63), სუარესი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი (ჰილბერტი 76), ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; ბენდერი, კრამერი; ბელარაბი (ბრანდტი 66), ჩალჰანოღლუ, კამპლი; ჩიჩარიტო (კისლინგი 55)

მწვრთნელი: როჯერ შმიტდი

გოლები: 0:1 პაპადოპულოსი (22), 1:1 რობერტო (80), 2:1 სუარესი (82)

გაფრთხილება: მასკერანო (30), ნეიმარი (37), ხორდი ალბა (75) – ბენდერი (41), ჩალჰანოღლუ (64), პაპადოპულოსი (68), კამპლი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (8) – 9 (3) ბურთის ფლობა: 65%35% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

F ჯგუფი

“არსენალი” 2 თამაში, 0 ქულა – “მეთოფეებმა” ზაგრებში წაგების შემდეგ შინ პირეოსის “ოლიმპიაკოსთანაც” წააგო და უქულოდ ბოლო ადგილზეა. მომდევნო ორი შეხვედრა კი მიუნხენის “ბაიერნთან” აქვს და არავინ იცის, როგორ ითამაშებს არსენ ვენგერის გუნდი. თამაშამდე მარკო სილვა კი გაიძახდა, პირველ ტურში წაგება მეტოქეს უფრო გააძლიერებსო, მაგრამ ბერძნებმა სახლში 3 ქულა წაიღეს. ლონდონელებმა ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ ალფრედ ფინბოგასონის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

რობერტ ლევანდოვსკი ისეთ ფორმაშია შესაფერისი სიტყვა ვგონებ აღარ მოიძებნება. ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში გატანილი 7 გოლის მერე პოლონელმა ზაგრების “დინამოს” 3 გოლი აკმარა. დიახ, აკმარა, რადგან რობერტს უფრო რომ მოენდომებინა, კიდევ გაიტანდა. მის გარდა “რეკორდმაისტერიდან” თავი დუგლას კოშტამ და მარიო გიოტცემაც გამოიჩინეს და მიუნხენური გიგანტი ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

“არსენალი” – “ოლიმპიაკოსი” 2:3 (1:2) (VIDEO)

ლონდონი, “ემირეიტს სთედიუმი”

მაყურებელი: 59 428

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი (კემპბელი 86), კოშელნი (მერტესაკერი 57), გაბრიელი, გიბსი; კოკელნი (რემსი 60), იოზილი; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კასორლა, უოლკოტი; სანჩესი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ოლიმპიაკოსი” (4-4-1-1): რობერტო; სიოვასი, ბოტია, ელაბდელაუ, სალინო; ფორტუნისი (ვუროსი 87), კასამი, კამბიასო, პარდო; სება (ერნანი 73); იდიე ბრაუნი (ფინბოგასონი 46)

მწვრთნელი: მარკო სილვა

გოლები: 0:1 პარდო (33), 1:1 უოლკოტი (35), 1:2 ოსპინა (40, ა.გ), 2:2 სანჩესი (65), 2:3 ფინბოგასონი (66)

გაფრთხილება: სანჩესი (44), გაბრიელი (45), იოზილი (78) – რობერტო (64), ფინბოგასონი (74), კამბიასო (76), ფორტუნისი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 8 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ბას ნიიჰუისი (ჰოლანდია)

“ბაიერნი” – “დინამო” (ზაგრები) 5:0 (4:0) (VIDEO)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბოატენგი (რაფინია 64), ალაბა, ბერნატი (ხავი მარტინესი 46); ტიგო ალკანტარა, კიმიჩი, გიოტცე; კომანი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა (მიულერი 58)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“დინამო” (4-2-3-1): ედუარდო; ტარაველი, ბენკოვიჩი (სანტოსი 46), მატელი, პივარიჩი; ანტოლიჩი, მაჩადო (როგი 61); სუდანი, ადემი, ფერნანდესი; პიაცა (ჰენრიკეზი 69)

მწვრთნელი: ზორან მამიჩი

გოლები: 1:0 დუგლასი კოშტა (13), 2:0 ლევანდოვსკი (21), 3:0 გიოტცე (25), 4:0 ლევანდოვსკი (28), 5:0 ლევანდოვსკი (55)

გაფრთხილება: ბოატენგი (21) – პივარიჩი (66), ადემი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 27 (10) – 6 (2) ბურთის ფლობა: 72%28% კუთხურები: 12:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

G ჯგუფი

ლონდონის “ჩელსიმ” პრემიერლიგის დარად წარუმატებლად ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაშიც განაგრძო. ჟოზე მოურინიოს გუნდი წლეულს, რომ თავის ჩვეულ თამაშს ვერ პოულობს ცალსახაა. “დრაკონებმა” “არისტოკრატებს” აჯობეს და დამსახურებულადაც იმარჯვეს. ახლა, “პორტუ” ჯგუფში კიევის “დინამოსთან” ერთად გალიდერდა, “ჩელსი” კი მესამე ადგილამდე დაქვეითდა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე 152-ჯერ ითამაშა იკერ კასილიასმა და თანამემამულე ჩავი ერნანდესს გადაასწრო და ახლა ლიგაში ჩატარებული თამაშების მხრივ რეკორდესმენია.

თავის მხრივ, “დინამო” თელ-ავივში ჩავიდა და იქაურ “მაკაბის” ოფლის დაუღვრელად აჯობა. უკრაინელებმა მასპინძლებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და ჯგუფში პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ.

“პორტუ” – “ჩელსი” 2:1 (1:1) (VIDEO)

პორტუ, “დრაგაუ”

მაყურებელი: 46 120

“პორტუ” (4-2-3-1): კასილიასი; მ. პერეირა, მარტინს ინდი, მაიკონი, მარკანო; რუბენ ნევეში (ევანდრო 78), ანდრე ანდრე (ლაიუნი 80); დ. პერეირა, ბრაჰიმი (ოსვალდო 87), იმბულა; აბუბაკარი

მწვრთნელი: იან ლოპეტეგი

“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა, ასპილიკუეტა; ფაბრეგასი, რამირესი (მატიჩი 73); პედრო (კენედი 73), მიკელი (აზარი 62), ვილიანი; დიეგო კოშტა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ანდრე ანდრე (39), 1:1 ვილიანი (45), 2:1 მაიკონი (52)

გაფრთხილება: მარტინს ინდი (19), მარკანო (25), დ. პერეირა (82), იმბულა (89) – კეჰილი (41), ასპილიკუეტა (66), მატიჩი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (6) – 12 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

“მაკაბი” – “დინამო” (კიევი) 0:2 (0:1) (VIDEO)

თელ-ავივი, “სამი ოფერ სთედიუმი”

მაყურებელი: 27 100

“მაკაბი” (4-3-3): რაიკოვიჩი; დასა, ბენ ჰაიმი, რიკანი, ტიბი; ალბერმანი, მიტროვიჩი (იტზაკი 61), პერეტცი; ბენ ბასატი (ბენ ჰაიმი 46), ზაჰავი, ვერმუთი (მიჩა 79)

მწვრთნელი: სლავისა იოკანოვიჩი

“დინამო” (4-2-3-1): შოვკოვსკი; დანილო, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში; ველოზუ (ბუიალსკი 69), სიდორჩუკი; იარმოლენკო, რიბალკა, დერლის გონსალესი (ვიდა 78); მორაეში (კრავეტსი 81)

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

გოლები: 0:1 იარმოლენკო (4), 0:2 მორაეში (50)

გაფრთხილება: ბენ ბასატი (20), რიკანი (47), ბენ ჰაიმი (75) – ველოზუ (36), ხაჩერიდი (64), ანტუნეში (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 15 (7) ბურთის ფლობა: 45%55% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: დავიდ ფერნანდესი (ესპანეთი)

H ჯგუფი

სოფიან ფეგულის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი ლამაზი გოლი “ვალენსიას” ფრანგული “ლიონის” დასამარცხებლად სრულად ეყო. “მესტალიელებმა” “ზენიტთან” წაგების მერე პირველი სამი ქულა ირგუნეს და ხასიათი გამოიკეთეს, რასაც ვერ ვიტყვით “ლიონზე”, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

ესპანეთში მოგების მერე მორიგი სამი ქულა მოიპოვა “ზენიტმა”. რუსებმა სახლში ბელგიის ჩემპიონ “გენტს” მოუგეს, თუმცა მძიმედ – 2:1. ბელგიელები ჩემპიონთა ლიგაში პირველად სტუმრად ქულის მოპოვებასთან ახლოს იყვენენ, მაგრამ კლასისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო აღნიშნული საკითხი სამომავლოდ გადაედოთ.

“ზენიტი” – “გენტი” 2:1 (1:0) (VIDEO)

სანქტ-პეტერბურგი, “პეტროვსკი არენა”

მაყურებელი: 18 095

“ზენიტი” (4-2-3-1): კერჟაკოვი; ანიუკოვი, ლომბერტსი (ნეტო 62), გარაი, სმოლნიკოვი; შატოვი (რიაზანცევი 88), ხავი გარსია; ჰალკი, ვიტსელი, დანი; ძიუბა (იუსუპოვი 72)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

“გენტი” (4-2-3-1): სელსი; ასარე, მიტროვიჩი, რაფინია (კულიბალი 90), ნილსენი; მატონი (რამანი 84), ნეტო; კუმსი, საიეფი, მილიჩევიჩი (პედერსენი 80); დეპუა

მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაეზბრუკი

გოლები: 1:0 ძიუბა (35), 1:1 მატონი (56), 2:1 შატოვი (67)

გაფრთხილება: ხავი გარსია (61) – დეპუა (42), საიეფი (88), პედერსენი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 6 (1) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)

“ლიონი” – “ვალენსია” 0:1 (0:1) (VIDEO)

ლიონი, “სტად ჟერლანი”

მაყურებელი: 33 534

“ლიონი” (4-2-3-1): ლოპესი; ჟალე, ბიშევაცი, უმიტი, მორელი (გეძალი 78); გონალონსი, ტოლისო; ვალბუენა, დარდერი (ფერი 46), კიატენგვა; ლაკაზეტი (ბიავუ 74)

მწვრთნელი: ჯებერ ფურნიე

“ვალენსია” (4-2-3-1): ხაუმე; კანსელო, მუსტაფი, აბდენური (სანტოსი 59), ორბანი; პარეხო, პერესი (დანილო 84); ფეგული, ფუეგო, პიატი; ნეგრედო (როდრიგო 71)

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო

გოლი: 0:1 ფეგული (42)

გაფრთხილება: გონალონსი (61), კეიტანგვა (67), ფერი (90) – ფუეგო (52), პერესი (63), ხაუმე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

0.365032