ფეხბურთი

20:25 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” მარტინ კასერესი დასაჯა

ტურინის “იუვენტუსმა” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გააკეთა მარტინ კასერესის ინციდენტზე, რომელიც 29 სექტემბერს მთვრალი ავტოავარიაში მოჰყვა.

“კასერესის საქციელი მის მიერ აღებული ვალდებულების სერიოზული დარღვევაა. მარტინის ქმედებამ კლუბის იმიჯი დააზიანა და ამიტომ, ის დროებით პირველ გუნდს ჩამოშორდება” – ნათქვამია განცხადებაში.

28 წლის ურუგვაელი კასერესი “იუვენტუსში” 2012 წლიდან გამოდის და 103 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.132379