ჩოგბურთი

19:12 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი საჩოგბურთო აკადემიას აშენებს

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი მშობლიურ მალიორკაზე საჩოგბურთო აკადემიას აშენებს, სადაც 26 საჩოგბურთო კორტი და სკოლის მოსწავლეებისთვის საერთო საცხოვრებელი იქნება. აკადემია 140 ბავშვზეა გათვლილი.

“ჩემთვის დიდი მოტივაციაა ახალგაზრდა ჩოგბურთელების დახმარება, მინდა მათ უკეთესი ჩოგბურთის თამაშში დავეხმარო. როცა ბავშვები აქ ივარჯიშებენ მათი დღე უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ჩემი იყო. როცა 12, 13, 14 წლის ვიყავი ჩემი დღის განრიგი გიჟური იყო. 9-დან 12 საათამდე სკოლაში ვიყავი, 12-დან 14-საათამდე ჩოგბურთის ვარჯიში, 15:00- 17:00 სკოლა, 17:30 საათიდან ფეხბურთის თამაში, 19:00-21:00 ისევ ჩოგბურთი.

რაფაელ ნადალს მალიორკაზე საჩოგბურთო აკადემიის აშენება 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი უჯდება, აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დამთავრდება.

0.187679