ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯეკ უორნერს ფეხბურთში მოღვაწეობა სამუდამოდ აუკრძალეს.
უორნერი ფიფას კორუფციულ სკანდალებში საკვანძო ფიგურადაა მიჩნეული. ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავები ცდილობენ, რომ ტრინიდადი და ტობაგოდან მის ექსტრადიციას მიაღწიონ.
“დადგენილია, რომ ფიფასა და კონკაკაფში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისას უორნერმა მრავალი კანონსაწინააღმდეგო აქტი ჩაიდინა. საფეხბურთო ჩინოვნიკის რანგში ის საკვანძო ფიგურა იყო კორუფციულ სქემებში” – იუწყება ფიფას ეთიკის კომიტეტი.
ხსენებულმა კომიტეტმა უორნერს განაჩენი გამოძიების შედეგად გამოუტანა, რომელმაც არაერთი სამართალდარღევის ფაქტი გამოავლინა. ძირითადად კორუფციული სქემები მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის შერჩევას უკავშირდება.