ფეხბურთი

15:39 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჯორჯიანსი” უეფას ფუტსალის თასის ძირითად რაუნდში ითამაშებს

საქართველოს ჩემპიონი თბილისის “ჯორჯიანსი” 1-დან 4 ოქტომბრის ჩათვლით კვიპროსზე უეფას ფუტსალის თასის ძირითად რაუნდში ითამაშებს.

ქართველები A ჯგუფში რუსეთის “იუგრას”, კვიპროსის აპოელ-სა და საფრანგეთის “კრემლენ-ბისეტრს” დაუპირისპირდებიან.

ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში ითამაშებენ. აქვე გეტყვით, რომ ძირითად რაუნდში 6 ჯგუფია.

“ჯორჯიანსი” იგივე “თელასია”, მაგრამ უეფას მოთხოვნით გათამაშებაში “თელასის” სახელით გუნდი არ დაუშვეს და მან სახელი შეიცვალა.

ქართველების მოთამაშე-მწვრთნელმა ავთო ასათიანმა მომავალი მინი ტურნირისთვის შემდეგი ფუტსალისტები შეარჩია:

მეკარეები: თორნიკე ბუკია და ლევან განუჩია

მოთამაშეები: ავთანდილ ასათიანი, არჩილ ბოკერია, შოთა ჭანუყვაძე, ბუთა კაკაბაძე, რატი ხოსრუაშვილი, ლევან კობაიძე, გიორგი ქურდაძე, ირაკლი შელეგია, გიორგი სოზაშვილი, დავით თარხნიშვილი, ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია.

“ჯორჯიანში” პირველ მატჩს 1 ოქტომბერს აპოელ-თან ჩაატარებს. 2 ოქტომბერს ქართველები “იუგრას” დაუპირისპირდებიან, ხოლო 4 ოქტომბერს – “კრემლინ ბისეტრს”.

თეგებიფუტსალი
0.06361