ფეხბურთი

15:22 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურიას” მწვრთნელი კვლავ შეეცვალა

ლანჩხუთის “გურიას” მთავარი მწვრთნელი კვლავ შეეცვალა. ბადრი კვარაცხელიამ ლანჩხუთელებს ერთ მატჩში უხელმძღვანელა და თანამდებობა დატოვა. მანამდე, ის “ცხინვალის” დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, ხოლო “გურიაში” კახა გოგიჩაიშვილი შეცვალა.

პირველი წრის ბოლომდე “გურიას” გიორგი (გიალო) ჩხაიძე გაუძღვება, რომელიც ბოლო წლებია გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

0.120371