ფეხბურთი

15:08 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიაში მსაჯმა თავდამსხმელები იარაღით მოიგერია (+VIDEO)

ბრაზილიის ერთ-ერთი საფეხბურთო ქვედა დივიზიონის მატჩის მთავარმა მსაჯმა თავდამსხმელთა მოსაგერიებლად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ამის შესახებ ავტორიტეტული ბრაზილიური გამოცემა Globo იუწყება.

“ამანტეს დე ბოლას” და “ბრუმადიონიოს” დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში “ამანტესის” ფეხბურთელებმა მთავარ მსაჯ გაბრიელ მურტას შეუტიეს და მისგან მეტოქე გუნდის მოთამაშისთვის წითელი ბარათის ჩვენებას ითხოვდნენ. მურტამ, რომელიც პროფესიით პოლიციელია, თავის დასაცავად იარაღი “დააძრო”.

ახლა მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზის გავლა მოუწევს, რომლის შედეგად შესაძლოა მსაჯობა აუკრძალონ.

0.120799