“რეიმსის” ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ავტორიტეტული გამოცემა “ეკიპის” ვერსიით მოხვდა. ეს ჯაბასთვის პირველი ფრანგული სიმბოლურია. აქამდე მან ლიგა 1-ში მხოლოდ 4 თამაშის გამართვა მოასწორო, მაგრამ გუნდს ადვილად შეერწყა.
“ჯაბა კანკავა “ლილთან” მატჩში გასაოცარი იყო. მან ბურთი არაერთხელ მოიპოვა, თავი არ დაუზოგავს, უკან არ დაუხევია და მთელი თამაში თანმიმდევრულად ითამაშა”, - წერს “ეკიპი” საქართველოს ნაკრების კაპიტანზე.
კანკავას ლიგა 1-ის 4 შეხვედრაში ამდენივე გაფრთხილება დაუგროვდა და მომდევნო მატჩს “ლიონთან” იგი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.