იტალიის სერია A-ს ბინადარ “კარპის” ფაბრიციო კასტორი აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ გუნდის ვებგვერდი იუწყება. კასტორის “რომასთან” 1:5 განადგურება ვერ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს, ხოლო მის ნაცვლად კალჩოს დებიუტანტს ჯუზეპე სანინო დამოძღვრავს.
კასტორიმ “კარპი” 14 თვის წინ ჩაიბარა და გუნდი სერია B-დან სერია A-ში გადაიყვანა. მიმდინარე სეზონში კი ეს გუნდი 2 ქულით ბოლო ადგილზეა.