ჭადრაკი

11:06 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურ  ჭადრაკში  ნინო  ხურციძემ  იყოჩაღა

დასრულდა ქალთა შორის ჭადრაკში გრან-პრის გათამაშების მეოთხე ეტაპი, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს რაპიდსა და სწრაფ ჭადრაკში ეჯიბრებოდნენ. რაპიდის შემდეგ, სადაც სოფო ხუხაშვილმა პირველობა არავის დაუთმო, დაფებს ელვისებურ ჭადრაკში მოასპარეზე სპორტსმენები შემოუსხდნენ.

ამჯერად პირველი ადგილი და მთავარი პრიზი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ ნინო ხურციძეს ერგო, რომელმაც ყველაზე მეტი შვიდი ქულა დააგროვა. გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ინგა ჭარხალაშვილი და სოფიო გვეტაძე, რომლებმაც შესაბამისად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს.

0.133414