თამაშგარე

10:37 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეიკის გარყვნილებანი

საკუთარი პირადი ცხოვრება რა თქმა უნდა ქვისლის ნაჩუქარი პლაში არაა, რომ სადაც გინდა იქ აფრიალო და ეს არავის უკვირდეს. თუმცა, როგორც ჩანს სულ სხვანაირად ფიქრობს ირინა შეიკი, რომელიც ამ ბოლო დროს სულ მთლად გადაირია და საკუთარ ცხოვრებას კი არა, სექსუალურ ამბებსაც კი თვალებში გვჩრის.

პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ, ირინას მტერმაც და მოყვარემაც კარგად იცოდა, რომ ეს კისკისა ასული ფუფალასავით მარტო არ დარჩებოდა და სექსის ამბავშიც არ მოაკლდებოდა თანაყოფის მსურველი, მაგრამ თუკი ორგიების მონაწილე გახდებოდა და ამ ამბებს თავად გამოამზეურებდა – ეს კი ნაკლებად სავარაუდო იყო.

ამ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთობ ნიშანდობლივი ფოტო, სადაც რამდენიმე ქალი და მამაკაცი სრულიად შიშვლადაა გამოსახული. მათ შორის არის ეს ჩევნი ირინა, რომელიც ამ ამბით აშკარად კმაყოფილია და თუკი ეს მხოლოდ ფოტოთამაში არაა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საიქიოში ირინას ”კუთვნილი” ქვაბი უკვე დაშხოშიანად თუხთუხებს.

0.139454