ფეხბურთი

15:43 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ კაკაბაძე კვლავ გამოიძახა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ოქტომბერში ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გასამართი მატჩებისთვის თბილისის “დინამოს” მცველი ოთარ კაკაბაძე გამოიძახა. ამის შესახებ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.

8 ოქტომბერს, ქართველები ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გიბრალტარს უმასპინძლებენ, ხოლო 11 ოქტომბერს ლაიფციგში “რედ ბულ არენაზე” გერმანიას დაუპირისპირდებიან.

კაკაბაძე ეროვნულ გუნდში შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვისაც მიიწვიეს, მაგრამ მაშინ არ უთამაშია.

0.120001