თამაშგარე

15:05 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანა რობერტს უყურებს, რობერტი კი წინ იხედება...

გასულ კვირას ჭეშმარიტი სასწაულის ჩამდენი პოლონელი სუპერმეგოლის, რობერტ ლევანდოვსკის მეუღლე, მსახიობი ანა ლევანდოვსკა გერმანელ ბულვარულ მოკალმეებთან საუბარში ამბობს, რომ მის ქმარს წარსულ წარმატებებზე საუბარი არ სურს და მხოლოდ წინ - მომავალში იხედება.

“მთელი კვირაა ყველა რობერტის მიერ გატანილ ხუთ გოლზე საუბრობს და მედია აჭრელებულია ამ ფაქტით. მე კი ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ძალიან არ მოსწონს ეს ზედმეტი აჟოოტაჟი, რადგან მისთვის გუნდთან ერთად მოპოვებული ტიტულები უფრო მეტს ნიშნავს და მთავარი ტიტულებია” - ამბობს ანა ლევანდოვსკა.

რობერტი და ანა აგერ უკვე შვიდი წელია ცოლ-ქმრად არიან გამოცხადებულნი და ვერ ვიტყვით, რომ მათი ეს თანაცხოვრება ყოველთვის მტრედის ღუღუნის ხმით იყო გარემოცული. შარშანწინ ეს წყვილი რობერტის ღალატის გამო დაშორებამდეც კი იყო მისული, თუმცა კრიზისი გადაილახა და ახლა ერთად ისე კოხტად არიან, როგორც ყველი და პური.

0.140664