ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღეს მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა.
“უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე იოჰან კაბაიემ პენალტით გაიტანა.
"არწივებმა" 12 ქულა დააგროვეს და მე-6 ადგილზე არიან, ხოლო “ლოსები” 9 ქულით მე-13 პოზიციას იკავებენ.
უოტფორდი – კრისტალ პალასი 0:1 (0:0)
უოტფორდი, “ვიკარეიჯ როადი”
უოტფორდი (4-4-2): გომეში, კეტკარტი, პროდლი, ანია, ნიომი (აკე 75), უოტსონი (იბარბო 82), კაპუ, აბდი (ბერგისი 64), ხურადო, დინი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, ჰანგელანდი, კელი, სუარე, ლედლი, კაბაიე (მაკარტური 77), საკო (ზაჰა 62), ბოლასი, პანჩონი, გაილი (კემპბელი 85).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: კაბაიე (71 პენ.)
გაფრთხილებები: აბდი, ხურადო, პროდლი, კეტკარტი – კაბაიე, პანჩონი, ზაჰა, ჰენესი
მსაჯი: ენტონი ტეილორი