რაგბი

21:47 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის მაქსიმუმი

შოტლანდიის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც მსოფლიო თასის პირველი ორივე მატჩი პრემიალური ქულით მოიგო და სატურნირო ცხრილს მაქსიმუმით - 10 ქულით ლიდერობს.

როგორც ჩანს, პირველი დონის გუნდებთან ტოლსწორად თამაში, მეორე დონის წარმომადგენლებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტაიმი შეუძლიათ. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სუსტმა პირველ ტაიმში ამჯერადაც მედგრად იბრძოლა, მაგრამ მეორე ნახევარში ფარ-ხმალის დაყრა მოუწია და მეტოქემაც მაყურებელი ნაირ-ნაირი ლელოებით ასიამოვნა.

პირველი ტაიმი სრულად “არწივების” იყო. მათ ჯარიმას სქოთებმა ორი ზუსტი დარტყმით კი უპასუხეს და 6:3 დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის შუაში სამუ მანუასა და ფილ თილის გარღვევების შემდეგ, ამერიკამ რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელა და ლელოს ტიტი ლამოზიტელემ უწია. გარდასახვა ძელის გავლით გავიდა. აშშ-ს ამის შემდეგაც ჰქონდა სალელოვე შანსი, მაგრამ კონტრშეტევისას ლელოს გაშვების საფრთხის წინაშე თავად აღმოჩნდა. სთიუართ ჰოგიმ ხაზი გაჭრა, მნიშვნელოვანი მანძილი მოიგო, მაგრამ ცუდი პასი შეასრულა და მთელი ნაშრომი წყალში ჩაყარა.

მთლიანობაში, შოტლანდიელებს პირველ ტაიმში ხშირად უვარდებოდათ ბურთი და მათი სწრაფად თამაშის მცდელობები მცდელობებადვე რჩებოდა. ამიტომ, 34-ე წუთზე ჯარიმით სცადეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ რასელს მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, ტაიმის ბოლოს აშშ-მა მძლავრი, 20-ფაზიანი შეტევა განახორციელა მეტოქის 22-ში, მაგრამ ბურთი წინ გადაუვარდათ და ლელო არ შედგა, თუმცა, ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდათ და ეიჯეი მაკგინთიმ “არწივებს” პირველი ტაიმი 13:6 მოაგებინა.

მეორე ტაიმში შოტლანდია სრული ძალით ათამაშდა და მებრძოლ აშშ-ს შავი დღე აყარა. თამაში განახლდა თუ არა, ბრიტანელებმა მეტოქის დაცვა მოარღვიეს, ფლანგზე თიმ ვისერი გაიყვანეს და ისიც ალამთან შეფრინდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 47-ე წუთზე შოტლანდიამ მეორე ლელო გაიტანა და დაწინაურდა - ამჯერად თავი მეორე გარემარბმა შონ მეითლენდიმ გამოიჩინა, თუმცა, ეს ლელო მასზე მეტად ფინ რასელის დამსახურებაა, რომელმაც სამი მცველი მიიზიდა და თანაგუნდელს ლელოსკენ მიმავალი გზა გაუთავისუფლა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო.

ჩრდილოამერიკელებმა ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ შოტლანდია მეორე ტაიმში სხვა ხასიათზე იყო, მეტოქე მისსავე 22-ში შეავიწროვა და მალევე ძელებსშუა ლელო (ვილემ ნელი) გაიტანა - 25:16.

67-ე წუთზე პრემიალური, მეოთხე ლელოს ჯერი დადგა და ის მეთ სქოთის ანგარიშზეა. აშშ-მა თავადაც სცადა ლელოზე თამაში, მაგრამ ჯერ მოლით ვერ იხეირა, მერე ზედ ხაზზე ბურთი წინ გადაუვარდა და დანქან ვიარიმ მეხუთე ლელოთი აშშ-ს 40-წუთიანი რბევა დაასრულა.

2015 წლის მსოფლიო თასი

ა ჯგუფი

27 სექტემბერი

ავსტრალია - ურუგვაი 65:3 (31:3)

ავსტრალია: 15. ქერთლი ბილი, 14. ჯო ტომანე, 13. ჰენრი სპეითი, 12. მეთ ტომუა, 11. დრუ მიჩელი, 10. ქვეიდ ქუპერი, 9. ნიქ ფიპსი; 1. სქოთ სიო, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. თობი სმითი, 4. დინ მამი, 5. ვილ სქელთონი, 6. ბენ მაკქალმანი, 7. შონ მაკმაონი, 8. ვაიქლიფ პალუ.

სათადარიგოები: 16. სთივენ მორი, 17. სეკოპე კეპუ, 18. გრეგ ჰოუმსი, 19. ქეინ დაგლასი, 20. რობ სიმონსი; 21. ვილ გენია, 22. ბერნარდ ფოლი, 23. ტევიტა კურიდრანი.

11 ლელო: მიჩელი (2), მამი, მაკქალმანი (2), სპეითი, ტომუა, კურიდრანი, მაკმაონი (2), ტომანე

5 გარდასახვა: ქუპერი

1 სინბინი: ქუპერი

ურუგვაი: 15. გასტონ მიერესი, 14. ლეანდრო ლეივასი, 13. ხოაკინ პრადა, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. როდრიგო სილვა, 10. ფელიპე ბერჩესი, 9. აგუსტინ ორმაეჩეა; 1. მატეო სანგინეტი, 2. ხერმან კესლერი, 3. მარიო საგარიო, 4. სანტიაგო ვილასეკა, 5. ფრანკო ლამანა, 6. ხუან დეფრეიტასი, 7. მატიას ბიერი, 8. ხუან-მანუელ გამინარა.

სათადარიგოები: 16. ნიკოლას კლაპენბახი, 17. ოსკარ დურანი, 18. კარლოს არვოლეჟა, 19. ალეხანდრო ნიეტო, 20. დიეგო მანიო, 21. ფერნანდო ბასკუ; 22. ალეხო დურანი, 23. ალბერტო რომანო.

1 ჯარიმა: ბერჩესი

1. ავსტრალია 2 2 0 0 93:16 9 1
2. უელსი 2 2 0 0 82:34 9 1
3. ინგლისი 2 1 0 1 60:39 6 2
4. ფიჯი 2 0 0 2 24:63 0 0
5. ურუგვაი 2 0 0 2 12:119 0 0

ბ ჯგუფი

27 სექტემბერი

შოტლანდია - აშშ 39:16 (6:13)

შოტლანდია: 15. სთიუართ ჰოგი, 14. შონ მეითლენდი, 13. მარქ ბენეთი, 12. პითერ ჰორნი, 11. თიმ ვისერი, 10. ფინ რასელი, 9. ჰენრი პირგოსი; 1. რაიან გრანთი, 2. ფრეიზერ ბრაუნი, 3. ჯონ ველში, 4. რიჩი გრეი, 5. გრანთ გილქრისთი, 6. ალესდერ სთროქოში, 7. ჯოშ ჰარდი, 8. ჯოშ სტრაუსი.

სათადარიგოები: 16. როს ფორდი, 17. ალესდერ დიქინსონი, 18. ვილემ ნელი, 19. თიმ სვინსონი, 20. რაიან ვილსონი; 21. გრეიგ ლეიდლოუ, 22. დანქან ვიარი, 23. მეთ სქოთი.

5 ლელო: ვისერი, ვიარი, სქოთი, ნელი, მეითლენდი

4 გარდასახვა: ლეიდლოუ (3), რასელი

2 ჯარიმა: რასელი, ჰოგი

აშშ: 15. ქრის ვაილზი, 14. ტაკუძვა ნგვენია, 13. შეიმას ქელი, 12. სრეთონ პალამო, 11. ბლეინ სქალი, 10. ეიჯეი მაკგინთი, 9. მაიქ პეთრი; 1. ერიქ ფრაი, 2. ფილ თილი, 3. ტიტი ლამოზიტელე, 4. ჰეიდენ სმითი, 5. გრეგ პითერსონი, 6. ელ მაკფარლენდი, 7. ენდრიუ დურუთალო, 8. სამუ მანოა.

სათადარიგოები: 16. ზექ ფენოლიო, 17. ოლი ქილიფი, 18. ქრის ბაუმანი, 19. ქემ დოლანი, 20. ჯონ ქვილი, 21. დენი ბარეთი; 22. შალომ სუნიულა, 23. ფოლაუ ნიუა.

1 ლელო: ლამოზიტელე

1 გარდასახვა: მაკგინთი

3 ჯარიმა: მაკგინთი

1. შოტლანდია 2 2 0 0 84:26 10 2
2. სამხრეთ აფრიკა 2 1 0 1 78:40 7 1
3. სამოა 2 1 0 1 31:62 4 0
4. იაპონია 2 1 0 1 44:77 4 0
5. აშშ 2 0 0 2 32:64 0 0

გ ჯგუფი

29 სექტემბერი

ტონგა - ნამიბია

1. ახალი ზელანდია 2 2 0 0 84:30 9 1
2. არგენტინა 2 1 0 1 70:35 5 1
3. საქართველო 2 1 0 1 26:64 4 0
4. ტონგა 1 0 0 1 10:17 1 1
5. ნამიბია 1 0 0 1 14:58 0 0

0.149788