ფეხბურთი

20:38 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხედირამ ვარჯიში განაახლა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსში” მატებაა. გამოცემა “ტუტოსპორტის” ცნობით, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ, რომელიც აქამდე ტრავმირებული იყო.

“იუვენტუსი” მიმდინარე სეზონს წარუმატებლად ატარებს და გულშემატკივრები ხედირას იმედისთვალით შეჰყურებენ. ტურინული გრანდი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე “სევილიას” წინააღმდეგ ოთხშაბათს გამართავენ, თუმცა ამ თამაშში სამის მონაწილეობა სათუოა.

შეგახსენებთ, ხედირა “იუვეს” გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” შეუერთდა, მაგრამ ოფიციალურ მატჩში ახალი გუნდის ღირსება ჯერ არ დაუცავს.

0.120485