მადრიდის „რეალის“ და კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ ევროტურნირებზე 50-ზე მეტი გოლი დიდი ხანია გაიტანეს და ახლა უკვე ერთმანეთში ბრძოლობენ თუ ვინ იქნება კარიერის ბოლოს საუკეთესო.
26 სექტემბერს სამხრეთამერიკელმა ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ორი თვე ვერ ითამაშებ, მას მაქსიმუმ 4 ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამოტოვება მოუწევს, შესაბამისად პორტუგალიელს შედეგის გაუმჯობესება და დაწინაურება შეეძლება.
მიმდინარე სეზონში ორმოცდაათიანთა კლუბში გაწევრიანების შანსი ქარიმ ბენზემას (42), ზლატან იბრაჰიმოვიჩს (46) და კლას-იან ჰუნტელაარს ექნებათ. 50 ან მეტი გოლი ევროპის საკლუბო ტურნირებზე ჯამში 13 ფეხბურთელს აქვს გატანილი. ლიდერი რონალდუ გახლავთ (83), ხოლო მესი მას 3 გოლით ჩამორჩება.
83 - კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, „სპორტინგი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“)
80 - ლიონელ მესი (არგენტინა, „ბარსელონა“)
77 - რაულ გონსალესი (ესპანეთი, „რეალი“, „შალკე“)
70 - ფილიპო ინძაგი (იტალია, „პარმა“, „იუვენტუსი“, „მილანი“)
67 - ანდრეი შევჩენკო (უკრაინა, კიევის „დინამო“, „მილანი“, „ჩელსი“)
62 - გერდ მიულერი (გერმანია, „ბაიერნი“)
62 - რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია, „ჰერენვეენი“, პსვ, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“, „ჰამბურგი“)
59 - ტიერი ანრი (საფრანგეთი, „მონაკო“, „იუვენტუსი“, „არსენალი“, „ბარსელონა“)
59 - ჰენრიკ ლარსონი (შვედეთი, „ფეინოორდი“, „სელტიკი“, „ბარსელონა“, „მანჩსტერ იუნაიტედი“, „ჰელსინგბორგი“)
56 - ეუსებიო (პორტუგალია, „ბენფიკა“)
54 - ალესანდრო დელ პიერო (იტალია, „იუვენტუსი“)
50 - ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, მადრიდის „რეალი“)
50 - დიდიე დროგბა (კოტდივუარი, „მარსელი“, „ჩელსი“, „გალათასარაი“)