ფეხბურთი

10:31 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” – ახლოს ანტირეკორდთან

რომან აბრამოვიჩის “ჩელსიმ” მიმდინარე პრემიერლიგაში წარუმატებელი სტარტი აიღო. ინგლისის მოქმედ ჩემპიონს ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო დივიზიონის გათამაშების 7 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერ “მანჩესტერ იუნაიტედს” 8 ქულით ჩამორჩება.

პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში მოქმედ ჩემპიონს ასეთი ცუდი სტარტი 1995 წლიდან მოყოლებული არ ჰქონია. 1994-95 წლების სეზონის გამარჯვებულმა “ბლექბერნ როვერსმა” მომდევნო პირველობის სასტარტო 7 შეხვედრაში მხოლოდ ამდენივე ქულის დაგროვება მოახერხა.

“ნიუკასლ იუნაიტედთან” საგარეო მატჩში გადარჩენილი ქულის შემდეგ (“სენტ ჯეიმს პარკზე” “არისტოკრატები” 79-ე წუთამდე “კაჭკაჭებთან” 0:2 მარცხდებოდნენ) Sky Sports-ს ემოცია სტემფორდ ბრიჯელთა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გაუზიარა: “თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ქულაზე მეტს არ ვიმსახურებდით. პირველი ტაიმი საზიზღრად ჩავატარეთ, მეორეში კი მდგომარეობა რამირესისა და ვილიანი მობილური ასპარეზობის მეშვეობით გამოვასწორეთ. საბოლოოდ “ნიუკასლმა” ზეწოლას ვერ გაუძლო და ქულები გავიყავით. ბოლო წლებში ნიუკასლელებს ხასიათის სიმტკიცე აკლიათ. ზოგ მატჩში ისინი ბოლომდე იხარჯებიან, ხანაც ხელჩამოშვებულები ასპარეზობენ. ამჯერად “იუნაიტედი” მოტივირებულად გამოიყურებოდა და ქულის გადასარჩენად უდიდესი ძალისხმევის გამოვლენა დაგვჭირდა”.

0.117607