ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე ქალთა შორის გრან- პრის გათამაშების მეოთხე ეტაპზე რაპიდში ტურნირს მასპინძლობს.
ასპარეზობას ერთპიროვნულად ინგა ჭარხალაშვილი ლიდერობს, რომელმაც ხუთი შესაძლებლობიდან 4,5 ქულა დააგროვა. ჭარხალაშვილს ნახევარ-ნახევარი ქულით მერი არაბიძე, სოფო ხუხაშვილი და ინგა ხურცილავა ჩამორჩებიან.
მომდევნო ტურში ხურცილავა ჭარხალაშვილს, ხოლო ხუხაშვილი - არაბიძეს დაუპირისპირდება.