კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ტრავმის გამო 7-8 კვირას ლაზარეთში გაატარებს.
“ლას პალმასთან” “კამპ ნოუზე” გამართულ (2:1) პრიმერადივიზიონის მე-6 ტურის შეხვედრაში არგენტინელს მუხლში დარტყმა პედრო ბიგასმა მიაყენა. როგორც გამოკვლევამ ცხადყო სამხრეთამერიკელი ორი თვე იუქმებს.
წინასწარი პროგნოზით, მესი “ბარსელონას” 10 მატჩში ვერ დაეხმარება, აქედან ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრას გამოტოვებს, ფაქტობრივად ჯგუფურ ეტაპს “ბლაუგრანა” ლიონელის გარეშე ჩაატარებს. კლუბის გარდა თავდამსხმელი 4 სანაკრებო მატჩსაც გამოტოვებს.