ფეხბურთი

19:15 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ტრავმირებულია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილის ტრავმირებულია.

ამის შესახებ ჰოლანდიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა ინტერნეტპორტალ gelderlander.nl-თან განაცხადა:

“მას ორი კვირა სჭირდება, რომ კვლავ ითამაშოს. კუნთი დაიზიანა და ტრავმა საკმაოდ რთულია. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს, ვიდრე მოედანს დაუბრუნდება”.

მიმდინარე სეზონში, ყაზაიშვილმა “ვიტესში” 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.12019