ფეხბურთი

19:07 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ მაცარი ლივერპულში გაფრინდა

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ყოფილმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ შესაძლოა “ლივერპულის” თავკაცი ბრენდან როჯერსი შეცვალოს.

Italia 24 News-ის ინფორმაციით, მაცარი ლივერპულში მერსისაიდელთა ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად გაფრინდა.

53 წლის იტალიელი “ლივერპულს” სათავეში თუ ჩაუდგება, ამით “ინტერიც” იხეირებს. მასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, მილანელები ყოფილ მწვრთნელს საკომპენსაციო თანხას (5 მილიონ ევროს) კვლავ უხდიან, რადგან მაცარის კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი აკავშირებდა.

Football Italia –ს ცნობით, მაცარის ინგლისში გამგზავრება მხოლოდ “ლივერპულთან” მოლაპარაკებას არ უკავშირდება. გამოცემა მიიჩნევს, რომ შესაძლოა იტალიელით პრემიერლიგის აუტსაიდერები “სტოკ სიტი” და “სანდერლენდი” იყვნენ დაინტერესებული.

0.101798