საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში, გორის “დილამ მშობლიურ “თენგიზ ბურჯანაძეზე” თბილისის “დინამო” 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძლებიდან ორივე გოლი ირაკლი მოდებაძემ გაიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში ჯერ პენალტი გამოიყენა, ხოლო მეორეში საბოლოო წერტილი დასვა. “დინამო” მე-17 წუთიდან კაცნაკლული დარჩა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის მეკარე გიორგი ბეგაშვილი გაუძევეს. თბილისელებმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში პირველი შეხვედრა წააგეს.
მარტვილის “მერანმა” ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო. ახალი მთავარი მწვრთნელის გალაქტიონ ჭუბაბრიას ხელში, მარტვილელებმა სახლში ლანჩხუთის “გურიას” 2:0 აჯობეს. აქვე გეტყვით, რომ სტუმრებსაც ახალი თავკაცი ჰყავთ ბადრი კვარაცხელიას სახით.
“ზუგდიდმა” “სამტრედია” მიიღო და დაპირისპირება უხვგოლიანი აღმოჩნდა. ორივე გუნდმა სამ-სამი გოლი გაიტანა და საბოლოოდ ქულები გაიყვეს – 3:3.
ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. ქობულეთში “ჩელე არენაზე” ბათუმელებმა საჩხერის “ჩიხურა” მიიღეს და მხოლოდ ქულა გამორჩნენ – 1:1.
ფოთის “კოლხეთმა” ლანჩხუთში თერჯოლის “საპოვნელას” ვერ აჯობა. გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
მე-6 ტურის მეორე სათამაშო დღის კიდევ ერთი მატჩი “ტორპედოსა” და “ცხინვალს” შორის ქუთაისში 18:00 საათზე დაიწყო.
დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 2:0 (1:0)
გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
გოლები: 1:0 მოდებაძე (20, პენ.), 2:0 მოდებაძე (61).
გაძევება: გიორგი ბეგაშვილი (17).
მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)
მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი.
გოლები: 1:0 ერეკლე კილაძე (40, საკ. კარში), 2:0 იმედა აშორთია (67).
ზუგდიდი – სამტრედია 3:3 (2:2)
ზუგდიდი. “ბაიას” საწვრთნელი ბაზა.
გოლები: 1:0 გიორგი ბულია (18), 1:1 გიორგი დათუნაიშვილი (25), 2:1 გიორგი ბულია (45), 2:2 ავთო ენდელაძე (45), 3:2 ლევან წურწუმია (48), 3:3 ირაკლი სიხარულიძე (69).
გაფრთხილებები: ლევან წურწუმია (40), გიორგი ბულია (56), გურამ სამუშია (58), აკაკი წყაროზია (66), დიმიტრი თუთბერიძე (80), გიორგი მჭედლიშვილი (81).
“დინამო” (ბათუმი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 1:1 (1:0)
ქობულეთი. “ჩელე არენა”.
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო ვიეირა მედინა (26), 1:1 თორნიკე მუმლაძე (51).
გაფრთხილებები: გელა გოგიტიძე (40), თორნიკე მუმლაძე (53), ლაშა კუჭუხიძე (78).
გაძევება: ოთო კუსიანი (65).
“კოლხეთი” (ფოთი) – “საპოვნელა” (თერჯოლა) 0:0.
ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი.
ბომბარდირები:
6 - გიორგი ბერიაშვილი (“დინამო” ბთ.)
5 - ირაკლი მოდებაძე (“დილა”) – 5, გიორგი ქვილითაია (“დინამო” თბილისი), ირაკლი სიხარულიძე (“სამტრედია”), ნიკა კაჭარავა (5).
4 -ჯამბულ ჯიღაური (“დინამო” თბ.), ოთარ მარცვალაძე (“დილა”), თორნიკე მუმლაძე (“ჩიხურა”).
3 – თენგიზ წიქარიძე (“შუქურა”), მათე ცინცაძე (“დინამო”, თბ), ბუდუ ზივზივაძე (“სამტრედია”)
2 – ალექსანდრე იაშვილი (“დინამო” თბ.), გიორგი გაბედავა (“დინამო” ბთ.), მამია გავაშელიშვილი (“ლოკომოტივი”), გურამ გოშთელიანი (“საბურთალო”).
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;