ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით მადრიდის “რეალს” უახლოეს შეხვედრებში მცველ პეპეს გარეშე მოუწევს ასპარეზობა. პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში ბილბაოს “ატლეტიკთან” თამაშისას პეპემ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და ექიმთა ვერდიქტით მწვანე მინდორს 2 კვირით ჩამოშორება მოუწევს.
ასე და ამგვარად, სანტიაგო ბერნაბეუელთა მთავარ მწვრთნელს რაფა ბენიტესს უახლოეს 3 მატჩში პეპეს შემცვლელის შერჩევა მოუწევს. პორტუგალიელი უკანახაზელის გარეშე “რეალი” 26 სექტემბერს “მალაგას” დაუხვდება, 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ასპარეზობას შვედეთის მალმეში ჩაატარებს, 4 ოქტომბერს კი თანაქალაქელ “ატლეტიკოს” “ვისენტე კალდერონზე” ესტუმრება.