ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის “არსენალის” მცველის გაბრიელ პაულისტას საქციელი გაანალიზა ლონდონის “ჩელსისთან” დაპირისპირებაში და ბრაზილიელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
საფეხბურთო ასოციაციამ გაბრიელი არასპორტული საქციელისთვის დასაჯა. ფეხბურთელი იმაში დადაანაშაულეს, რომ მას მერე, რაც მთავარმა მსაჯმა მაიკლ დინმა “ჩელსის” ფორვარდ დიეგუ კოშტასთან შეხლა-შემოხლისთვის წითელი ბარათი მისცა, არსენალელმა მოედანი დროულად არ დატოვა.
გაბრიელს წითელი ბარათი და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გაუუქმეს, მაგრამ შაბათს “ლესტერთან” შეხვედრა გამოტოვებს. გარდა ამისა, “მეთოფეები” ჯარიმის სახით 10000 გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.
საფეხბურთო ასოციაციის ვერდიქტს მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შემდეგი კომენტარი გაუკეთა:
“გაბრიელი რომ არ დაესაჯათ, ჩვენ ცოტა გაგვიმართლებდა. თუმცა, ის დასაჯეს და ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღო”.