ფეხბურთი

12:58 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

L' EQUIPE: “კანკავა, “რეიმსის” ყველაზე ძვირფასი შენაძენი”
“რეიმსისა” და “ლილის” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად “ეკიპმა” კანკავა დაასახელა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურის საწყის შეხვედრაში ჯაბა კანკავას “რეიმსმა” “ლილს” 1:0 მოუგო და სატურნირო ცხრილის სამეულში დამკვიდრდა.

აღნიშნულ მატჩში ჯაბამ 90 წუთი ითამაშა და ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა “ეკიპმა” შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. პოპულარული ფრანგული გამოცემა საქართველოს ნაკრების კაპიტანზე წერს:

“როდესაც არის კანკავა, მაშინ ყველაფერი კარგადაა – “რეიმსის” ისტორიაში ყველაზე ძვირფასი შენაძენი. ჯაბა კანკავა ჩინებული ბიჭია. წინა კვირაში შესანიშნავად ითამაშა პსჟ-ს წინააღმდეგ, ხოლო მერე “ანჟერთან” შეხვედრაში დაუღალავი იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი “ლილთან” ჰქონდა. იგი კრიხოვიაკის ღირსეული შემცვლელია, “დნიპროს” ყოფილმა ფეხბურთელმა ბურთი 27-ჯერ მოიპოვა, რაც მისი გუნდის მთლიანი შედეგის 25%-ია. “ლიონთან” მომდევნო თამაშს ჯაბა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, რადგან წინა სამ შეხვედრაში გაფრთხილება მიიღო და “ლილთან” იგი მეოთხედ გააფრთხილეს”.

ჯაბა კანკავა “რეიმსში” გასულ ზაფხულს გადავიდა და მას ახალ გუნდში ძალზე თბილად შეხვდნენ. 29 წლის ნახევარმცველმა ფრანგულ გარემოს ალღო ადვილად აუღო და ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ხვდება. ლიგა 1-ში მან აქამდე 4 მატჩი გამართა (ოთხივე ძირითადში) და ამდენივე ყვითელ ბარათს გამორჩა.

0.127309