ფეხბურთი

22:13 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეას “მანჩესტერიდან” წასვლა არ უნდოდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს დავიდ დე ხეას 2016 წლის ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი ამოწურვის შემდეგ გუნდის დატოვება არ სურდა.

manchester evening news-ის ინფორმაციით, “წითელი ეშმაკების” გოლკიპერმა თანაგუნდელებს კლუბში დარჩენის სურვილი გაანდო და მედიაში გავრცელებული ცნობები უსაფუძვლო გახლდათ.

მადრიდის “რეალს” დავიდის გადაბირება უნდოდა, თუმცა დე ხეამ ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა. საბოლოოდ ესპანელმა “მანჩესტერთან” კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და “ოლდ ტრაფორდზე” 2019 წლის ივლისამდე დარჩება.

0.128417