ფეხბურთი

0:15 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ანთალიასფორის” მიზნები: ტურე, ადებაიორი, დელგადო

თურქეთის სუპერლიგის გუნდის “ანტალიასფორის” ზამთრის სატრანსფერო პერიოდი გადატვირთული იქნება. კლუბის სამიზნეები კოლო ტურე, ემანუელ ადებაიორი და მატიას დელგადო იქნებიან.

ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიოლთექინ გენჩერმა african football-თან საუბრისას განაცხადა: “ჩვენს სიაში კოლო ტურე და ემანუელ ადებაიორი შედიან. “ბეშიქთაშის” ყოფილ ფეხბურთელ მატიას დელგადოს კი ერთი სული აქვე შემოგვიერთდეს.”

კოლო ტურეს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. ადებაიორი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ხოლო დელგადოს “ბაზელთან” ხელშეკრულება 2016/17 წლების სეზონის ბოლოს უმთავრდება.

0.110865