ფეხბურთი

19:38 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას პასუხი ინგლისის ნაკრების გაწვრთნაზე: “დიდი მადლობა და ნახვამდის”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას “მაინცთან” გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კითხეს დაინტერესებულია თუ არა ესპანელი “სამი ლომის” ჩაბარებით, “რეკორდმაისტერთა” თავკაცმა კი შემდეგნაირად უპასუხა: “კარგით რა, “ბაიერნის” მწვრთნელი ვარ, ძალიან დიდი მადლობა და ნახვამდის.” ამის შემდეგ კი პეპი წამოდგა და დარბაზი დატოვა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცის როი ჰოჯსონის შესაძლო მემკვიდრედ ესპანელ სპეციალისტსაც მიიჩნევენ. ჰოჯსონს ხელშეკრულება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება. ჯერჯერობით უცნობია ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს თუ არა.

0.12257