ლანჩხუთის „გურიას“ მთავარ მწვრთნელად კლუბის ხელმძღვანელობამ კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად ბადრი კვარაცხელია დანიშნა.
გოგიჩაიშვილი გუნდიდან რამდენიმე დღის წინ არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაითხოვეს.
კვარაცხელია ლანჩხუთში დანიშვნამდე „ცხინვალის“ დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.