ფეხბურთი

15:39 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთას მხარი ალექსანდრე ჩივაძემ არ დაუჭირა

ტელეკომპანია „პირველი“ აქვეყნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 23 სექტემბრის სხდომის ოქმის ნაწილს, საიდანაც ირკვევა, რომ სფფ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩივაძემ „ზესტაფონის“ პრეზიდენტის ილია კოკაის ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავი შეიკავა.

გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა არც მურად ანჯაფარიძემ.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილება ვეტერანების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, ჟურნალისტებთან შეხვედრისას საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელმა ალექსანდრე ჩივაძეს იუდა უწოდა და ის ქართული ფეხბურთის გაყიდვაში დაადანაშაულა.

www.tvpirveli.ge

0.062965