თამაშგარე

11:23 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკური წიწაკასავით მწველი დანიელა ჩავესი

მექსიკური წიწაკა არ წვავს პირსა და გულ-მუცელს ისეთი სიმხურვალით, როგორც მექსიკელი მოდელი, დანიელა ჩავესი წვავს მამაკაცთა გულებსა და ჯიგარს. ამას ისიც ემატება, რომ დანიელა თოფის ლულასავით მუდამ “გასროლისთვისაა” მომართული და მზადაა ცხოვრების ყოველი წუთი ამაქვეყნიური სიამოვნებისათვის გამოიყენოს.

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობის ამბავში დანიელას ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, უნაკლო როგორც ყველა ჩვენთაგანი – ისიც არაა და მისი უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ ენა ხშირად წინ უსწრებს და ისეთ რამეებს წამოაყრანტალებს, რის გამოც შემდეგ ბოდიშების ხდა უწევს ხოლმე.

ამასწინათ, დანიელა ჩავესმა განაცხადა, პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს სარეცელში ვიბუღრავე და ეს ამბავი ისეთი კარგი იყო, მუხლებში ძალა გამომელიაო. მაგრამ, გავიდა დრო, კრიშტიანუმ ეს ამბავი ჭორად გამოაცხადა და დანიელაც იძულებული გახდა ეთქვა, ყველაფერი ხუმრობა იყოო. არადა, როგორც ძველი ქართული გამოთქმა ღაღადებს, ხუმრობა ხუმრობაში პატარძალიც დაორსულდაო...

0.203858