რაგბი

11:07 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე ტურის შეხვედრას გამართავს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. თამაშამდე 24 საათით ადრე, ორივე გუნდმა ქინგსჰოლმს ტრადიციული კაპიტნის ვარჯიშებისა და წინა-სამატჩო პრესკონფერენციების გამართად მიაშურა. ბორჯღალოსნებმა საათზე ოდნავ მეტ ხანს ივარჯიშეს და მატჩის წინ "გენერალური რეპეტიცია" გაიარეს.

ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მილთონ ჰეიგმა, დავით კაჭარავამ და თამაზ მჭედლიძემ უპასუხეს:

მილტონ ჰეიგი

საქართველოს გეგმები არგენტინის წინააღმდეგ?

„ჩვენ მოედანზე გასვლას და ასი პროცენტით დახარჯვას ვაპირებთ. როგორც აქამდე არაერთხელ ავღნიშნე, რომ წნეხის ქვეშ არგნეტინაა და არა ჩვენ. ეს ორივემ ძალიან კარგად ვიცით.

„ეს ფაქტორი ჩვენ საშუალებას გვაძლევს მოედანზე გავიდეთ და თავისუფლად ვითამაშოთ. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ხვალინდელი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჩვენს მიზანს საკმაოდ წინ გავუსწრებთ.“

როგორ ეხმარება თბილისის თასი ქართული რაგბის განვითარებას?

„ჩვენი გადმოსახედიდან თბილისის თასი ცალსახად განვითარებაზე ორიენტირებული შეჯიბრებაა. ივნისი ჩვენთვის ხელსაყრელი თვე არ არის, რადგანაც ნაკრები სრული შემადგენლობით ამ პერიოდში არასდროს გვყავს. ამ დროს საფრანგეთში საკმაოდ გრძელი და მომქანცველი სეზონია, ამიტომაც ტოპ მოთამაშეებს ვერ ვუხმობთ.“

6 ერი...

„თუ ჩვენ ისეთ ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას, როგორიც ‘7 ერი’ იქნება, უკეთეს და ძლიერ მეტოქეებთან თამაშის არაჩვეულებრივი შანსი მოგვეცემა. 18 თვის წინ განვაცხადე, რომ თუ ჩვენი ჩათვლით ეს ტურნირი ‘7 ერი გახდება’, ეს ფაქტი, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო რაგბსაც დაეხმარება, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპულ რაგბს შეუწყობს ხელს განვითარებაში.“

წლევანდელი და 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები რომ შეადაროთ?

„ძალიან შევიცვალეთ. ფიზიკურად ბევრად კარგ ფორმაში ვართ ვიდრე 4 წლის წინ. ის ბიჭებიც, ვინც მაშინ ამ გუნდის წევრები იყვნენ, თავადვე ამჩნევენ ამ ცვლილებებს.“

„მატჩების ჩანაწერებს, რომ შეხედოთ და ამ პერიოდში არა ერთი მატჩისთვის მიყურებია, აშკარა იყო, რომ მაშინაც ძალიან კარგი მორკინალები გვყავდა, მაგრამ ერთი ძლიერი მხარის ქონის გამო, ჩვენი შეტევები ადვილად გამოსაცნობი იყო და შესაბამისად შეტევა ფაქტიურად არ გვქონდა. ახლა ხაზიც, რომ ჩავრთეთ ‘საქმეში’ ბევრად ძნელი გამოსაცნობია ჩვენი ქმედებები.“

‘რაგბი ჩემფიანშიფში’ თამაშით გაძლიერდა არგენტინა?

„ისინი ამ ჩემპიონატში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებენ, ჩვენთან შედარებით ეს მათ უკვე დიდი უპირატესობას აძლევს. ისინი მსოფლიოს სამი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მუდმივად იცდებიან. ეს გუნდისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რაც დაძაბულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარსაც ამუშავებს.“

დავით კაჭარავა

„ვიცით, რომ არგენტინა ძალიან ძლიერი გუდია და ტექნიკურად ტონგას ბევრად აღემატებიან და ფიზიკური მონაცემებითაც ტონგის დონის მოთამაშეები ჰყავთ. ამ მსოფლიო თასზე იმ მიზნით ჩამოვედით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით მიგვეღწია წარმატებას. წასაგებად მოედანზე არავინ გადის! ყოველთვის ვკონცენტრირდებით მომდევნო მატჩებზე და მხოლოდ და მხოლოდ მოგებას ვეცდებით.“

თამაზ მჭედლიძე

„ტონგასთან მოპოვებულ გამარჯვების შემდეგ თამაშისადმი ჩვენი დამოკიდებულება არ შეუცვლილა. არგენტინა ამ მატჩის ფავორიტი იქნება, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ მოედანზე და თუ ამას ნამდვილად შევძლებთ, თამაშის მოგებაც შესაძლებელი იქნება.“

www.rugby.ge

0.229378