ფეხბურთი

4:25 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” “ბეტისს” პირველი საშინაო მარცხი აგემა


ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ბეტისმა” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები 54-ე წუთზე ფედერიკო კარტაბიამ დააწინაურა, რომელმაც შორი მანძილიდან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა.

მასპინძლები უმალ გააქტიურდნენ და წონასწორობა 5 წუთში აღადგინეს, სებალიოსის გადაცემა პეტროსმა გამოიყენა და ახლო მანძილიდან გაათანაბრა.

72-ე წუთზე კვლავ სტუმრები დაწინაურდნენ, სამსვლიანი ეფექტური კომბინაცია ფაიჩელ ფაჟრის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

დარჩენილ დროში მასპინძლები უტევდნენ და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნეს, რომელთაგან გამოსაყოფია პეტროსის მომენტი, რომელიც ხოაკინის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, თუმცა ახლო მანძილიდან ააცილა და საკუთარი გუნდი პირველი საშინაო მარცხისგან ვერ იხსნა – 1:2.

“დეპორტივო” 8 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო “ბეტისი” 5 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

ბეტისი – დეპორტივო 1:2 (0:0)


სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-4-2): ადანი, ვესტერმანი, ბ.გონსალესი, პიცინი, ვარგასი, ვან დერ ვაარტი (სებალიოსი 49), ხ.ტორესი (რენელია 75), პეტროსი, ხოაკინი, მოლინა (ვან ვოლფსვინკელი 60), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ფ.ნავარო, ლაურე, ხ.დომინგესი (ბორგესი 60), მოსკერა, ლუისინიო, ფაჟრი, კარტაბია (ხუანფრანი 67), ხ.როდრიგესი (ლ.პერესი 64).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 კარტაბია (54), 1:1 პეტროსი (59), 1:2 ფაჟრი (72)
გაფრთხილებები: ხოაკინი, პიცინი, ვესტერმანი – ხ.დომინგესი, ფ.ნავარო, ლუქსი, ლაურე, ლუისინიო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
0.115237