სხვა

23:53 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთელთა ნაკრები მე-2 შესარჩევ ტურში ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისრაელში იმყოფება და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტურისთვის ემზადება, რომელიც 25-27 სექტემბერს თელ-ავივში გაიმართება.

მეორე ტურში, ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელ ისრაელთან ერთად, ჰოლანდიისა და ლიტვის ნაკრებები იქნებიან.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთში სულ 16 ნაკრები ითამაშებს. 8 გუნდი გასული ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით უკვე დაკომპლექტდა, დანარჩენი 8 საგზურისათვის კი 16 გუნდი იბრძვის, საიდანაც 8 საუკეთესო 2 შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შესარჩევ ეტაპზე შვეიცარია (21:9) და პორტუგალია (21:3) დაამარცხა, სლოვაკეთთან კი 10:11 დათმო და ჯამში 6 ქულა მოაგროვა. მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებს მაქსიმალურად წარმატებულად თამაში სჭირდება, რათა ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ერთად, ფინალურ ეტაპზე უკეთესი პოზიცია ჰქონდეს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ივან სტრუიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე;

მოედნის მოთამაშეები: რევაზ იმნაიშვილი, ზურაბ რურუა, ანდრია ბითაძე, მარკო იელაჩა, მარკო ელეზი, დამირ ცრეპულია, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ალექსანდრე რუსიშვილი, მიხეილ ბაღათურია, ბექა ქავთარაძე.

მწვრთნელები: იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე

ევროპის ჩემპიონატის მე-2 შესარჩევი ეტაპი. თელავივი, 25-27 სექტემბერი

25.09 საქართველო – ჰოლანდია

26.09 საქართველო – ისრაელი

27.09 საქართველო – ლიტვა

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118751