ფეხბურთი

20:45 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟე მენდეში მსოფლიოში ყველაზე მდიდარი საფეხბურთო მენეჯერია

ავტორიტეტული ჟურნალის Forbes-ს ვერსიით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი საფეხბურთო მენეჯერი პორტუგალიელი ჟორჟე მენდეშია, რომლის კლიენტები პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”), კოლუმბიელი რადამელ ფალკაო (ლონდონის “ჩელსი”) და არგენტინელი ანხელ დი მარია (პსჟ) არიან.

გამოცემის გათვლით, 49 წლის მენდეშმა 62,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა. მის სააგენტომ კი, საერთო ჯამში 627,7 მილიონი გირვანქა სტერლინგის კონტრაქტები გააფორმა.

მის შემდეგ სიაში ჯონათან ბარნეტი მოდის, რომელიც უელსელი გარეთ ბეილის (“რეალი”) მენეჯერია. მისი შემოსავალი 28,8 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ბარნეთი აგრეთვე ინგლისელი ლუკ შოუს (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და ჯო ჰარტის (“მანჩესტერ სიტი”) ინტერესს იცავს.

Forbes-სის ჩამონათვალში მესამე ფოლკერ სტრუტია, რომელიც გერმანელი ფეხბურთელების მარიო გიოტცეს (მიუნხენის “ბაიერნი”), ტონი კროოსის (“რეალი”) და მარკო როისის (დორტმუნდის “ბორუსიას”) მენეჯერია.

0.116966