ფეხბურთი

19:30 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტია ჩემპიონატში დამარცხდა, ხოჭოლავა - თასზე

უკრაინის თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, ოდესის “ჩერნომორეცმა” სახლში პოლტავის “ვორსკლასთან” 0:1 წააგო. ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კიდევ ერთი უკანახაზელი გიორგი გადრანი ოდესელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. საპასუხო შეხვედრა 28 ოქტომბერს ჩატარდება.

დონეცკის “ოლიმპიკმა” კიევში დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” მიიღო და 0:2 წააგო. მეკარე ზაურ მახარაძე, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, დონეცკელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. გუნდები ერთმანეთს კიდევ 28 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში, “მიხალოვცემ” თავის მოედანზე ბრატისლავას “სლოვანთან” 1:2 წააგო. ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ დამარცხებულებში სრულად ითამაშა. “მიხალოვცე” 7 ქულით 12 გუნდში მეთერთმეტეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში, “თრაკაიმ” გასვლაზე გათამაშების ლიდერ ვილნიუსის “ჟალგირისს” 2:1 აჯობა. მცველი ნიკა აფაქიძე სტუმართა თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. “თრაკაი” 65 ქულით 10 გუნდში მეორეა.

0.114551