საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკთან” ერთად ვარჯიშს მომავალ კვირაში განაახლებს.
ამის შესახებ მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა ინტერნეტპორტალ news.sportbox.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა:
“ჯანომ უკვე 10 დღე გააცდინა. მას კოჭი კიდევ სტკივა. ვფიქრობ, საერთო ჯგუფში მხოლოდ მომავალ კვირაში ივარჯიშებს”.
ანანიძემ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 4 სექტემბერს საქართველო-შოტლანდიის მატჩში (1:0) ტკვივილგამაყუჩებლის ფონზე ითამაშა და მას მერე, ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხოლო მატჩი აღარ ჩაუტარებია.