ფეხბურთი

17:46 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასპასი მხოლოდ მოსტოვოის ჩამორჩება

“სელტას” თავდამსხმელი იაგო ასპასი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში, შინ “ბარსელონასთან” მოგებულ (4:1) მატჩში დუბლი შეასრულა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვიგოელთა მაისურით გოლების გამტან ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მას ყველა ტურნირში 52 ბურთი დაუგოვდა და მეორე პოზიციას ხუან სანჩესთან ერთად იყოფს.

აღსანიშნავია, რომ განვლილი 20 წლის განმავლობაში “სელტას” საუკეთესო ბომბარდირი რუსი ალექსანდრე მოსტოვოია 72 გოლით. ის ესპანურ კლუბში 1996-2004 წლებში თამაშობდა და 235 მატჩი ჩაატარა, რაც “სელტას” რეკორდია.

0.122138