სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

13:21 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი დაწინაურდა!

ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე წარმატებულად თამაშობს ნინო ხომერიკი (2296).

ქართველმა მოჭადრაკემ მე-3 ტურში თეთრი ფიგურებით სლოვენიელი ლარა იანზელი (2066) დაამარცხა და 18-წლამდე გოგონათა ტურნირზე, ქულათა მაქსიმუმით, ნორვეგიელ მონიკა მაჩლიკთან (2050) ერთად დაწინაურდა.

მე-4 ტურში ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შავებით კი ხომერიკი ითამაშებს.

პორეჩში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში მოთამაშე ქართველ მოჭადრაკეთა მონაგარი ასეთია:

ჭაბუკები:

18 წლამდე

გიორგი სიბაშვილი – 2 ქულა; ნოე თუთისანი – 1 ქულა;

16 წლამდე

ლუკა ლიჩელი – 1; ირაკლი ახვლედიანი – 1,5;

14 წლამდე

ნიკა პეტრიაშვილი – 2,5; ნიკა ხვადაგიანი – 1,5;

12 წლამდე

ნიკოლოზ კაჭარავა – 2; ნიკა კევლიშვილი – 1;

8 წლამდე

გიორგი სანიკიძე – 2;

გოგონები:

18 წლამდე

ნინო ხომერიკი – 3; მარიამ ჭოლაძე – 1;

16 წლამდე

ნატა ჯიბუტი – 0,5;

14 წლამდე

ლილე ქორიძე – 2; მაია ბეჭვაია – 1;

12 წლამდე

ეკატერინე ფიფია – 1,5;

10 წლამდე

თამარ თასოშვილი – 2;

8 წლამდე

მარიამ გაბელაია – 2; მარიამ გვათუა – 2.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.1136