როგორც სოციალურ ქსელში ლევან კობიაშვილის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მსაჯთა კორპუსს შეხვდა.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამეგო თუ რა პრობლემების წინაშე არიან მსაჯები, რათა პრობლემები ერთიანი ძალისხმევით გამოვასწოროთ. ჩემი ხედვების შესახებაც ვისაუბრე. ასე რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა”, – აღნიშნა კობიაშვილმა.
“სამ კანდიდატს შორის ლევანი პირველი არის, ვინც მსაჯებთან შეხვედრა მოისურვა. მოვისმინეთ მისი გეგმები მსაჯებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან კი არსებულ პრობლემებზე გავამახვილეთ ყურადღება”, – განაცხადა ფიფას არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ.
ლევან კობიაშვილი ასევე იმყოფებოდა გურჯაანში, სადაც დაესწრო მეორე ლიგის მესამე ტურის შეხვედრას “ალაზანსა” და “მარკ სტარს” შორის, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
https://www.youtube.com/watch?v=d7MQGRbnCqw&feature=youtu.be