ინგლისის “ლივერპულის” მესვეურები იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტის გარემოცვას დაუკავშირდნენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror-ი იუწყება, რომლის მტკიცებით მერსისაიდელები იტალიელ სპეციალიტს ბრენდან როჯერსის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა დაკარგა.
“ლივერპულში” ხსენებული ინფორმაცია უარყვეს, მაგრამ ხსენებული გამოცემის ცნობით, ინგლისურ მხარესა და ანჩელოტის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი გასულ კვირაში შედგა. მერსისაიდელებს სურდათ გაეგოთ აინტერსებდა თუ არა იტალიელს “ლივერპულში” მუშაობის პერსპქტივა.
56 წლის სპეციალისტმა წელზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და სამუშაოდ მზადაა. თუმცა, თავის მეგობრებს აცნობა, რომ ჯერ ახალი სამუშაოს მოძებნას არ ჩქარობს.
Mirror-ის ცნობით, “ლივერპულის” მიერ ანჩელოტის დათანხმების შანსი დიდი არაა, რადგან ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგაში არ გამოდის.