როგორც სოციალურ ქსელში მარტვილის “მერანის” ოფიციალური გვერდი იუწყება, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ლობასმა თანამდებობა დატოვა. სეზონის პირველი ნახევრის დასრულებამდე მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს გალაქტიონ ჭუბაბრია შეასრულებს.
ლობასის გუნდიდან წასვლის მიზეზად კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები დასახელდა, ფინანსურმა კრიზისმა კი “მერანის” წარუმატებლობაზე მოახდინა გავლენა.
უმაღლეს ლიგის 5 ტურის შემდეგ “მერანს” ქულაც არ მოუპოვებია. მათ მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 18 მიიღეს.