ვინც იტალიის საფეხბურთო ამბებს ადევნებთ ხოლმე თვალს, ალბათ ყველამ იცით, რომ იტალიური ტელეკომპანია ”რაი1” ყოველკვირეულად აწყობს გულშემატკივართა შორის საფეხურთო ტურის გარჩევებს და ამ შოუში სხვადასხვა აპენინური კლუბის ცნობილ ქომაგებს იწვევენ ხოლმე.
გასულ კვირას ერთ-ერთ ასეთ შოუში ”ნაპოლის” მკერდზანზარა გულშემატკივარი, იტალიელი მოდელი, მარიკა ფრუშო იყო მისული, რომელსაც ჩვეულებისამებრ თავისი საფეხბურთო სიბრძნეების გამომზეურება სურდა, მაგრამ “ჯენოას” ქომაგთან, ვინმე ანტუან ლესელისთან წაკამათება მოუვიდა და ამ უკანასკნელმა მარიკას “გარყვნილი მეძავიც” კი უწოდა.
რთული სათქმელია, რომელი მეძავი არაა ზოგადად გარყვნილი და რატომ მიიჩნიეს ეს მკერდზანზარა ქალი მეძავად, როცა ახლა მის საქმიანობას თვითპიარი ჰქვია, მაგრამ ჩვენი მარიკა ნამეტანავად გაუბრაზებია ამ სიტყვებს და რომ მიეშვათ, სულ თავისი ფუმფულა მკერდით გალახავდა მომხვდურს. “ნაპოლისათვის” ეს ქალი მკერდს კი არა, სულსაც კი არ დაიშურებს...